ირანში დისიდენტი სასულიერო პირის დაკრძალვაზე ათასობით პირი მივიდა

ათი ათასობით ადამიანი მივიდა ირანის წამყვანი დისიდენტი სასულიერო პირის, აიათოლა ჰუსეინ ალი მონთაზერის დაკრძალვაზე. თვითმხილველთა თქმით, ხალხთა ჯგუფები ანტი-სამთავრობო ლოზუნგებს ყვიროდნენ. მონთაზერი ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის ერთ-ერთი არქიტექტორი იყო - თუმცა შემდეგ ის ამჟამინდელი მთავრობის მწვავე კრიტიკოსად იქცა. ერთ-ერთ რეფორმატორულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, წმინდა ქალაქ ყომში გამართულ ცერემონიაზე ოპოზიციის ლიდერები - მირჰუსეინ მუსავი და მეჰდი ქარუბიც მივიდნენ. ზოგიერთი ოპოზიციური საიტების თანახმად, დაკრძალვაზე შეხლა-შემოხლაც იყო. ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება, იმიტომ რომ უცხოეთის მედიას ყომში გამართულ ცერემონიაზე დასწრების უფლება არ აქვს.