ეკონომიკური თავისუფლების აქტი - კონსტიტუციური კანონპროექტი ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ - შეჯერების პროცესშია. საპარლამენტო განხილვის საგანი იგი მას შემდეგ გახდება, რაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები გატარდება. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო - სახალხო განხილვის ერთთვიანი ვადის მიწურულს პარლამენტში ბიზნესმენები მიიწვიეს.
გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვარს და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპებს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი.
საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან გაზრდა, ასევე მათი დაბეგვრის ობიექტის დამატება ან გაფართოება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით - ესაა ”საქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ” კანონპროექტის ძირითადი არსი. პროექტი საერთო სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნებულია და ამ პროცესს, თავის მხრივ, კურირებს საქართველოს პარლამენტის სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილი 23 კაციანი საორგანიზაციო კომისია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი ხელმძღვანელობს.
” ჩვენ შევხვდით სხვადასხვა ექსპერტებს, ასევე გამოვაცხადეთ, რომ ველოდებოდით წინადადებებს. წინადადებები იყო რამდენიმე მოქალაქის მხრიდანაც. ჩვენ უკვე ფორმულირებას, თუ რომელი ვარიანტი იქნება გატანილი სესიაზე, ხვალ კომისიის სხდომაზე მივიღებთ.”
ბიზნესმენებს კი 21 დეკემბერს საგანგებოდ განემარტათ ის ცვლილებები, რომლებიც, საკონსტიტუციო ცვლილებების ერთთვიანი საჯარო განხილვის ფორმატში განხორციელებული განხილვებისა და დისკუსიების შედეგად, პროექტში უკვე შევიდა.
” მაგალითად, წინადადება არსებობს, რომ საგადასახადო განაკვეთები შეიცვალოს რეფერენდუმის გზით და ის ძალაში შევიდეს 4 წლიანი დაყოვნებით. იყო წინადადება, რომ ქონების გადასახადი დაექვემდებაროს ამ რეგულირებას რეფერენდუმით, სამაგიეროდ, ვთქვათ, აქციზის გადასახადზე არ გავრცელდეს. არის წინადადება, რომ ეს შეეხოს მხოლოდ განაკვეთებს და გადასახადის ტიპებს და არ გავრცელდეს ეს შეზღუდვები თვითონ დაბეგვრის ობიექტებსა და სადაბეგვრო ბაზაზე. ასე რომ, ყველა ეს წინადადება უკვე პარლამენტში განხილვის საგანი გახდება”, - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა.
ბიზნესმენებმა კი, ერთი მხრივ, მიიღეს შეთავაზება აქტიურად ჩაერთონ ორგანული კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესში, მეორე მხრივ კი, მიიღეს პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც მათთვის განსაკუთრებულად აქტუალურია.
”ჩვენი შეკითხვა, ერთ-ერთი, მდგომარეობდა აქციზის გადასახადთან დაკავშირებით. აქციზის გადასახადი ყველა სხვა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ნაწილია, მაგრამ ის არ იღებს კანონში მონაწილეობას. თუმცაღა ჩვენ, როგორც შეხედეთ, დავაყენეთ ეს საკითხი და მივიღეთ დაპირება, რომ ამასთან დაკავშირებით ცალკე კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.”
კომპანია ”ვისოლის” დირექტორი, სოსო ფხაკაძე, სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, ეკონომიკური თავისუფლების აქტის, ორგანული კანონის პროექტის საკომიტეტო მოსმენებში ჩართვის გარდა, ბიზნესმენთა ასოციაცია აქტიურად იყოს ჩართული ასევე საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვის პროცესში. სხვა მხრივ კი, უშუალოდ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საერთო სახალხო განხილვის ფორმატში, კერძოდ, კომიიის სხდომაზე, 21 დეკემბერს, ბიზნესმენები განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ. პასიურობის ზოგადი მიზეზების განმარტება ბანკ ”რესპუბლიკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ლაშა პაპაშვილს ვთხოვეთ.
”ამწუთიერ ეფექტს არ იძლევა ეს კანონი. ამდენად, ძალიან რთულია, რომ ბიზნესიდან ახლა ჩავერთოთ სიღრმეებში. ჩემი შეგრძნება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომ მე ვიგრძნო სტაბილურობა და ამას ვგრძნობ. არაფერი კონკრეტული დღეს არა მაქვს, მაგრამ, თუ მთავრობა შემომთავაზებს, რომ უფრო მოქნილები ვიქნებით, ანუ თამაშის წესებს ყოველდღე არ შევცვლითო, კარგია. ეს იყო პრინციპი, რისთვისაც მოვედი და რა ეფექტებს მოახდენს ეს ნაბიჯი შემდეგზე, ჭადრაკის დაფასავით არის ჩემთვის. რამე არ გაიპაროს ისეთი, რომელიც ამწუთას დაგვაზიანებს. ესეთს ვერაფერს ვერ ვხედავ დღეს, პირიქით, ვფიქრობ, რომ რაღაც კარგს გვთავაზობს სახელმწიფო.”