საქართველოს მთავრობას ორი ახალი მინისტრი ჰყავს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პოსტზე დიმიტრი შაშკინი ხათუნა კალმახელიძემ შეცვალა. მასთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დიასპორის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრიც წარადგინა. ამ თანამდებობაზე პარლამენტის წევრმა პაპუნა დავითაიამ შეცვალა იულონ გაგოშიძე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა.