ჰამარბერგს არასრულწლოვნების დღეს გათავისუფლების იმედი არ აქვს

ცხინვალში იმყოფება ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას კვლავ ქართველი მოზარდების გასათავისუფლებლად აწარმოებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლამდე თომას ჰამარბერგმა განაცხადა, რომ პატიმრობიდან არასრულწლოვანთა გათავისუფლება დღეს მოსალოდნელი არ არის, თუმცა, შედეგის მისაღწევად ყველა ზომას მიმართავს.