საქართველოს მთავრობამ ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების ინიცირება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტიდან დაიწყო. კომიტეტმა მოისმინა ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც, განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონში არსებული ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებას ისახავს მიზნად.
თავიდანვე შევნიშნავთ, რომ ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონის ცვლილებები წამლის ფასზე, კერძოდ, მის გაიაფებაზე უშუალოდ არ აისახება. მაგრამ, კანონპროექტის ინიციატორთა განმარტებით, გაიზრდება პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება იმ პირების და კომპანიებისა, რომლებიც საქართველოში წამლის შემოტანითა და დისტრიბუციით არიან დაკავებულნი.
მოქმედი კანონი მკაცრია წამლის რეგისტრაციისა და დისტრიბუციის საკითხში, თუმცა ლოიალური და მარტივია წამლის შემოტანისა და გაყიდვის სფეროში, გვითხრა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ. მისივე თქმით, ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონის” ცვლილებები, გაწერილი წესების დარღვევის შემთხვევებში, დაჯარიმების კონკრეტული მექანიზმების დაწესებას ითვალისწინებს:
”ყველა რგოლში ადმინისტრაციული დარღვევისა შესაბამისი ჯარიმა იქნება გაწერილი. როდესაც ადამიანი ყიდის წამალს ან შემოაქვს დისტრიბუციისათვის, ვალდებული იქნება ყველა პუნქტი დაიცვას, იმიტომ რომ ყველა პუნქტის დარღვევისათვის მას ექნება ჯარიმა.”
რაც შეეხება უშუალოდ ჯარიმებს, კანონპროექტის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის მომზადება, შენახვა, შეფუთვა და რეალიზება არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას, 2000 ლარის ოდენობით; წუნდებული, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, საქართველოს ბაზარზე ფალსიფიცირებული ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და ასე შემდეგ.
”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კანონმდებლობით სწრაფი და ეფექტური უკეთესობა ჩვენი მოქალაქეებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი. რეალურად საჭიროა ბევრად უფრო სწრაფი გადაწყვეტილება, რაც არის ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესება. ასეთი პრაქტიკა არსებობს ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში, ანუ დგინდება ჭერი, რაზე ძვირადაც მედიკამენტი არ შეიძლება გაიყიდოს. ეს იქნება მართლაც შედეგიანი და ეფექტური გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს წლების განმავლობაში ლოდინი იმისა, თუ როდის დარეგულირდება სიტუაცია ფარმაცევტულ ბაზარზე და გაჩნდებიან ახალი მოთამაშეები.”
ასე გამოხატა ქრისტიან-დემოკრატთა პოზიცია დეპუტატმა მაგდა ანიკაშვილმა, რომლის შეფასებითაც, ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს კვალიფიციური კვლევა იმისა, რომელ ფარმაცევტულ კომპანიას რა წილი უჭირავს ბაზარზე და არიან თუ არა მონოპოლისტები ამ სფეროში. ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლისტების არსებობას ეჭვქვეშ არ აყენებს ”ალიანსი საქართველოსთვის”, რომელიც მოითხოვს ბაზრის სასწრაფო დემონოპოლიზაციას, ერთი და იმავე ბიზნეს-ჯგუფის მიერ წამლის მიწოდების, ჰოსპიტალური მომსახურებისა და სადაზღვევო საქმიანობის აკრძალვას, წამლის ფასების სახელმწიფო კონტროლსა და რეგულაციას, ბაზრის დაცვას უხარისხო ფალსიფიცირებული წამლებისაგან და ასე შემდეგ. ”ალიანსი საქართველოსთვის” გამოდის ასევე ინიციატივით, შეიქმნას მუნიციპალური აფთიაქების ქსელი, რომელიც საერთაშორისო ტენდერების მეშვეობით შეისყიდის წამლებს.
მომხმარებლისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა პრიორიტეტულია მიმართულებით საქართველოს მთავრობისთვის,- გვითხრა, თავის მხრივ, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ფრუიძემ:
”ძირითადი მიზანი ამ კანონის იყო ის, რომ საქართველოში გაჩნდეს ბევრი დისტრიბუტორი, რომელსაც შეეძლება შემოიტანოს მაღალხარისხიანი მედიკამენტი, რაც თავისთავად გამოიწვევს ფართო არჩევანს, რაც არა პირდაპირ, მაგრამ ირიბად მოქმედებს ფასებზე. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას, რაც ასევე მიგვაჩნია, რომ გამოიწვევს მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდას საქართველოში.”
ნიკოლოზ ფრუიძისავე შეფასებით, ” წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის მოქმედი კანონის ცვლილებები, რომლის განხილვა საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტში შედგა, ფარმაცევტული ბაზრის უკეთ დაცვას მოემსახურება.