იმის მიუხედავად,რომ მხოლოდ აჭარაში სხვადასხვა კატეგორიის პოტენციურ ეკომიგრანტთა რიცხვი 4245 შეადგენს, მათი არც სამართლებრივი სტატუსია განსაზღვრული და, აქედან გამომდინარე, არც კანონი არსებობს. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის 18 თვიანი მუშაობა უშედეგო აღმოჩნდა. როგორც “სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შესახებ” კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, თედო ჯორბენაძე, ამბობს, პროექტმა საქართველოს პარლამენტამდე მიაღწია, მაგრამ ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო განხილვა ვერ მოხერხდა. თედო ჯორბენაძის Qთქმით, უპირველესად უნდა განისაზღვროს ეკომიგრანტთა სტატუსი და შემდგომ დაიწყოს მათი პრობლემების მოგვარება არა სტიქიურად, არამედ თანმიმდევრულად. როგორც კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრები ამბობენ, სხვადასხვა სოფლებში ჩასახლებულ ოჯახებს სხვადასხვა პრობლემები აქვთ. Aასლან ჭანიძის თქმით, ეკომიგრანტებს უჭირთ ახალ გარემოსთან, სხვა ტრადიციებთან ადაპტაცია და ამის გადალახვაში მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს.
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი კანონპროექტზე გეოლოგიის დეპარტამენტთან ერთად მუშაობდა. ამ დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, დღეისათვის გეოლოგიური პროცესები ბევრ ახალ ტერიტორიაზე შეიმჩნევა და, სტიქიის განვითარების შემთხვევაში, შედეგი სავალალო იქნება. Gგეოლოგ ტარიელ ტუსკიას თქმით, მეწყრული პროცესების წარმოქმნის ძირითადი მიზეზი ადამიანის სამეურნეო საქმიანობაა. Gგეოლოგიის დეპარტამენტს ასევე დაუშვებლად მიაჩნია უკვე განსახლებული პირის უკან დაბრუნება სამეურნეო საქმიანობის წამოსაწყებად, რის სურვილსაც ხშირ შემთხვევაში გამოხატავენ ეკომიგრანტები და რაც, იურისტ ასლან ჭანიძის თქმით, კანონმა უნდა დაარეგულიროს.