სტუმრად ჩვენს ეთერში: ვასო კაპანაძე

ვასო კაპანაძე

15 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვასო კაპანაძე, გაზეთ ”რეზონანსის” ჟურნალისტი. მან მონაწილეობა მიიღო მედია-ფორუმში, რომელიც 9-10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და რომელზეც გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტიც. ვასო კაპანაძემ მედვედევის განცხადებების დეტალებსა და მედია-ფორუმის დროს წამოჭრილ სხვა საკითხებზე, მოსკოვში - რუსეთ-საქართველოს საზოგადოებრივი კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა რადიო თავისუფლების ეთერში.