ავღანეთში თავდასხმისას 6 ავღანელი პოლიციელი მოკლეს

ავღანეთის ჩრდილოეთში, ბაღლანის პროვინციაში თავდასხმისას 6 ავღანელი პოლიციელი მოკლეს. პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოკლულია ორი თავდამსხმელიც - ყოფილი პრემიერ-მინისტრის გულბუდინ ჰეკმატიარის ისლამისტური დაჯგუფების წევრები. თავდასხმა გზაზე, პროვინციის დედაქალაქთან ახლოს მოხდა.