შტეფან ტოლცი: "საქართველოში პარტნიორებს ვეძებ..."

შტეფან ტოლცი

„მეათე სტუდიის“ სტუმარია გერმანელი კინორეჟისორი და პროდიუსერი შტეფან ტოლცი, რომლის ბიოგრაფიის ერთ-ერთ ფურცელს საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტობა წარმოადგენს. სწორედ იმ პერიოდში, კერძოდ კი 1992 წელს, შექმნა შტეფან ტოლცმა თავისი პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი - დოკუმენტური ფილმი „ქართული ნადიმი“, რომელსაც საქართველოს თემისადმი მიძღვნილი სხვა სურათებიც მოჰყვა. მათგან ერთმა - 2001 წელს გადაღებულმა ფილმმა „დროის მიჯნაზე“ - არაერთი საერთაშორისო პრემია მოიპოვა. ამ ერთი წლის წინ შტეფანი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში და, როგორც მისგანვე შეიტყობთ, თავისი პირველი მხატვრული ფილმის გადასაღებად ემზადება. „მეათე სტუდიაში“ გერმანელ რეჟისორს დავით კაკაბაძე მასპინძლობს.