პაციენტი ქალაქში იტალიიდან თურქეთის გავლით დაბრუნდა. მან პირველი სიმპტომების გამოვლინებისთანავე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონალურ სამსახურს მიმართა. 31 წლის ქალბატონმა სახლში იმკურნალა. ექიმების თქმით, პაციენტის ოჯახის წევრები ვირუსით არ დაავადებულან. სხვა შემთხვევა ამ ეტაპზე დაფიქსირებული არ არის. რაც შეეხება ჩვეულებრივი გრიპის ვირუსს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თემურ იმედაძის თქმით, 1600–მდე შემთხვევა აღრიცხეს. ის თვლის, რომ ეს რაოდენობა განგაშის საფუძველს არ იძლევა. თემურ იმედაძის თქმით, რეგიონში გასულ წელს გრიპის გაცილებით მეტი შემთხვევა იყო. იმერეთში ეპიდემიის საფრთხის არარსებობის მიუხედავად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა 200–მდე ექიმი გადაამზადეს. მედპერსონალს H1N1 ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში სათანადო პრეპარატების გამოყენების თაობაზე ინსტრუქციები გააცნეს. ექიმების თქმით, იმერეთის სამედიცინო დაწესებულებებში პრეპარატ ტამიფლუს საკმარისი რაოდენობაა. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ურჩევენ, გრიპის ან გაცივების გახანგრძლივების დროს აუცილებლად ექიმს მიმართონ, ოჯახის წევრებთან 1 მეტრიანი დისტანცია დაიცვან, ხელები ხშირად დაიბანონ და ოთახი გაანიავონ.