რუსთავის საკრებულო ქალაქის ზამთრისათვის მზადების საკითხზე მსჯელობისთვის ემზადება. საკრებულოს ენერგეტიკულ საკითხთა კომისიის სხდომაზე „ენერგოპროჯორჯიას“ ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელების მოწვევაც არის დაგეგმილი და, როგორც თავად საკრებულოს წევრები ამბობენ, განხილვის დროს პრინციპულობას გამოიჩენენ, რადგან ქალაქის ენერგომომარაგებაში პრობლემები არსებობს.
და მართლაც, გასულ შაბათს რუსთავის თვითმმართველობას კიდევ ერთხელ მიეცა საბაბი, „ენერგოპროჯორჯიას“ ადგილობრივი ფილიალი მკაცრად გაეკრიტიკებინა.
საქმე ისაა, რომ შუა კონცერტის დროს, რომელიც ფართოდ რეკლამირებული რუსთავქალაქობის ფარგლებში ადგილობრივ მუნიციპალურ თეატრში იმართებოდა, ელექტროენერგია გაითიშა და ქალაქის ხელმძღვანელობას, მაყურებლებსა და უცხოეთიდან მოწვეულ დელეგაციებთან ერთად, თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში სიბნელეში ყოფნა მოუხდა.
იმ დღეს წვიმა მოდიოდა და ელექტროენერგიის გათიშვა ამას დაბრალდა. მაგრამ რუსთავის საკრებულოს წევრებმა დაიქადნეს, „ენერგოპროჯორჯიას“ წარმომადგენლებს მოვიწვევთ და გარდა იმისა, რომ ზამთრისათვის მზადების პროგრამის წარდგენას მოვთხოვთ, თეატრში მომხდარ შემთხვევასაც გავახსენებთ და, საერთოდ, იმის გარკვევას შევეცდებით, რატომ ეთიშება მოსახლეობას დენი წვიმასა და ავდარშიო.
„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ყოველი წვიმის დროს დენი როგორ უნდა გვეთიშებოდეს? ამ კვირაში ენერგეტიკის კომისიის სხდომას გავმართავთ და „ენერგოპროჯორჯიას“ წარმომადგენლებსაც მოვიწვევთ. გვაინტერესებს, როგორ ემზადებიან ზამთრისთვის“, -ამბობს „ენერგოპროჯორჯიას“ მუშაობით უკმაყოფილო გოჩა გუგუტიშვილი, საკრებულოს ენერგეტიკულ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი.
„ენერგოპროჯორჯიას“ რუსთავის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ ბერინაშვილი კი თეატრში მომხდარ ინციდენტს და, საერთოდ, ელექტროენერგიის „წუთიერ“ გათიშვებს ცუდი ამინდებისთვის დამახასიათებელ ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს. ამასთან, ბერინაშვილის თქმით, ენერგოკომპანია ახლა ზამთრისათვის მზადების პროგრამის შემუშავებაშია და ამიტომ რუსთავის საკრებულოსთვის მიმდინარე კვირაში ჯერ არაფერი აქვს სათქმელი.
„ ‘ენერგოპროჯორჯია’ შაბათს ქუთაისში დახურულ სხდომას - ასე ვთქვათ, სამუშაო შეხვედრას - გამართავს და სწორედ იქ მოხდება ზამთრისათვის მზადების პროგრამის ყველა დეტალის დაზუსტება“, - ამბობს მიხეილ ბერინაშვილი.