რადიო თავისუფლება: ბატონო უშაცკას, თბილისში თქვენი ვიზიტის წინ, აგვისტოს ომის ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნაზე საუბრისას, EUobserver-რთან ინტერვიუში, თქვენ განაცხადეთ, რომ იმ დროისათვის ევროპის საბჭოში რომ ყოფილიყავით, მხარს არ დაუჭერდით საგამოძიებო მისიის შექმნას. და დაასახელეთ კიდეც მიზეზი – თქვენ ბრძანეთ: "არა მგონია პრაგმატული თვალსაზრისით სასარგებლო იყოს, კონფლიქტიდან ერთი წლის შემდეგ, ჩავერთოთ არც თუ სასარგებლო დებატებში იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს დადანაშაულებული." შეგიძლიათ, უფრო ფართოდ განმარტოთ ეს მოსაზრება? რატომ არ ღირს ამ თემის განხილვა და რატომ არის ეს უსარგებლო?
ვიგაუდას უშაცკასი: ვფიქრობ, ერთი წლის წინათ მომხდარი კონფლიქტის და ომის ჭრილობები ჯერ კიდევ ძალიან მგრძნობიარეა და ჩემი აზრით, ახლა ჩვენ ამ ჭრილობებს მარილს ვაყრით, – რაც არა მგონია, სასარგებლო იყოს. თანაც თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ახლა იმ სიტუაციაში ვართ, როცა კონფლიქტის შემდგომ შედეგებზე უნდა ვიფიქროთ. ვიმეორებ, ჩემი აზრით, ისტორია განსჯის. ისტორიკოსებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ანგარიშები წერონ და შეფასებები აკეთონ, მანამდე კი საერთაშორისო თანამეგობრობა და ევროკავშირი უნდა ჩაერთონ კონფლიქტის დარეგულირებაში.
ამის მიუხედავად მე ამ ანგარიშს განვიხილავ როგორც მაღალი დონის დოკუმენტს. ძალზე პროფესულ სამართლებრივ და დიპლომატიურ შეფასებას, და ახლა როცა ეს ანგარიში გვაქვს, საჭიროა დასკვნები გამოვიტანოთ. დასკვნები კი, ყველა მხარემ უნდა გამოიტანოს, არა მხოლოდ რუსეთმა და საქართველომ, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობამაც.
ამ დასკვნების გამოტანისას უნდა ვიყოთ ერთდროულად კრიტიკულიც საკუთარი თავის მიმართ და ასევე გულგახსნილი იმის მიმართ თუ რა არის გასაკეთებელი რათა სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ შეცდომები. ასე რომ, მთავარი პრინციპი, მთავარი დასკვნა, რომელიც ჩემი აზრით უმთავრესი მნიშვნელობისაა, ეს არის რომ ყველანი მაქსიმალურად ვეცადოთ რათა უზრუნველვყოთ, რომ საერთაშორისო ვალდებულებები დაცული იყოს, რომ ქვეყნები პატივს სცემდნენ ტერიტორიულ მთლიანობას, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
მეორე დასკვნა ის არის, რომ დაძაბულობის დროს უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა აღვიჭურვოთ და სათანადო თავშეკავება გამოვიჩინოთ. და მესამე, რაც საერთაშორისო თანამეგობრობას უკავშირდება – ევროკავშირის ჩათვლით, არის ის რომ ვიყოთ გაცილებით მეტად აგრესიულები და გაცილებით მეტად აქტიურები და დიპლომატიის უპირატესი შესაძლებლობები გამოვიყენოთ, ვიდრე კონფლიქტის შემდგომი შედეგების გადაწყვეტაზე მოგვიხდეს ფიქრი.
რადიო თავისუფლება: ანგარიში გამოქვეყნებულია. რა შეიძლება შეცვალოს ამ ანგარიშმა სამომავლოდ? რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველო–რუსეთის ურთიერთობებზე? ან დასავლეთის დამიკიდებულებაზე ამ კონფლიქტთან მიმართებაში?
ვიგაუდას უშაცკასი: ეს არის სწორედ რაც მაფიქრებს. მჯერა, რომ დოკუმენტი ძალიან ადრე გამოჩნდა, თუ მხედველობაში მივიღებთ უკიდურეს მგრძნობიარობას ორი ქვეყნის ხელმძღვანელობას შორის. მართლა არ მჯერა რომ ეს დაეხმარება მოსკოვსა და თბილისს შორის ნდობის აღდგენას. მუხედავად იმისა, რომ ამას ვამბობ, მაინც მიმაჩნია, რომ მიღებული ანგარიშიდან დასკვნები უნდა მოვინიშნოთ და წინ წავიწიოთ. უპირველესად დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკის მომძლავრებაში, რეფორმების გაძლიერებაში.
ზუსტად ასევე, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ რუსებს და ვუთხრათ რომ პატივი სცენ ვალებულებებს რომლებიც აიღეს – ევროკავშირის პრეზიდენტთან საფრანგეთის პრეზიენტთან შეხვედებზე, შეუშვან ჰუმანიტარული დახმაება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, შესაძლებლობა მისცენ ხალხს, ვინც იძულებული იყო დაეტოვებნინა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, თავინთ სახლებში დაბრუნდნენ, სასუალება მისცენ ევროკავშირის მეთვალყურეებს თვალი ადევნონ სიტუაციას ამ ორ კონკტრეტულ ტერიტორიაზე.
რადიო თავისუფლება: ლიტვა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს და ჩვენ გვახსოვს ეს განსაკუთებული მხარდაჭერა ომის დღეებში. ინტერვიუში თქვენ ახსენეთ ევროკავშირისა და ნატოს უარი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. თქვენ ბრძანეთ: "საერთაშორისო თანამეგობრობა ადრე რომ ჩარეულიყო და საქართველოსთვის (ნატოში) ინტეგრაციის პერსპექტივა მიეცა, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა." რას ფიქრობთ საერთაშორისო თანამეგობრობის ამჟამინდელ ნაბიჯებზე? რა მოიტანა ამ გამოცდილებამ?
ვიგაუდას უშაცკასი: უპირველეს ყოვლისა ჩემი ვიზიტი თბილისში ლიტველი ხალხის მხარდაჭერის დასტურია საქართველოს მიმართ, მთელი ქართველი ხალხის მიმართ. რადგან ჩვენ დიდად ვუფრთხილდებით ჩვენს ურთიერთობას, ვაფასებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლოანობას და დამოუკიდებობას. როგორც აღვნიშნე, ჩვენ ასევე მიგვაჩნია რომ გაკვეთილები მხოლოდ რუსეთმა კი არ უნდა გამოიტანოს, (ვფიქრობ ისინი შეასრულებენ თავიანთ თვითკრიტიკულ სავარჯიშოებს, ისევე როგორც ეს საქართველომაც უნდა გააკეთოს), არამედ ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ეუთომ, ევროპის საბჭომ, ევროკავშირმა და ნატომ. შეხვედრებისას ამ ორგანიზაციებში, მე ყოველთვის ვაყენებდი აღნიშნულ საკითხს, – რომ ჩვენ საკუთარ თავს უნდა გავცეთ პასუხი ამ კითხვებზე: როგორ დავუშვით 21–ე საუკუნეში, რომ ევროპის საბჭოს და ეუთოს წევრი ორი ქვეყანა ომამდე მისულიყო. რა გააკეთეს ამ ორგანიზაციბმა ამის თავიდან ასაცილებლად? და თუ არ გავაკეთეთ რატომ არ გავაკეთეთ? ან რა საშუალებები იყო ჩვენს ხელთ რომ ეს საშინელება არ მომხდარიყო? და ქართველებთან საუბარში, რუსებთან საუბარში, ევროპელებთან და ამერიკელებთან საუბარში, დარწმუნებული ვარ არ ვიყავით საკმარისად დიდსულოვანი, საკმარისად წინდახედული და ჩვენ არ გამოვიყენეთ პრევენციული საშუალებები რომლებიც გაგვაჩნდა.
რადიო თავისუფლება: რა შეიძლებოდა ყოფილიყო პრევენცული საშუალებები?
ვიგაუდას უშაცკასი: ასეთი რამდენიმეა. უპირველესად, მეთვალყურეების გაცილებით ფართო ჯგუფები უნდა გაგვეგზავნა. ჯერ ერთი, ევროკავშირი საერთოდ არ იყო წარმოდგენილი. ეუთოც არ იყო საკმარისად წარმოდგენილი. და თუ შევქმნიდით საკმარისი რაოდენობის დამკვირვებელთა მისიას საქართველოში, მე ვთვლი რომ შვძლებდით ამის თავიდან აცილებას. მე ასევე მიმაჩნია, რომ ჩვენ არ გამოვიჩინეთ საკმარისად გულითადი მიდგომა, როცა საქმე საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას უკავშირდებოდა. და მე ვთვლი, რომ საქართველო იმსახურებდა მეპი მიეღო, ეს საკუთარ თავში რწმენას გაუძლიერებდა ქართველებს და შესაძლოა საქართველოს ლიდერებს აღარ დაეშვათ შეცდომები.. აღარ დაეშვათ ის შეცდომები, რომლებიც მიაჩნეულია, რომ მათ დაუშვეს.
რადიო თავისუფლება: ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლონტონთან შეხვედრის შემდეგ – მიმდინარე წლის მარტში, თქვენ ჟურნალისტებს უთხარით, რომ ლიტვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას. და რომ ლიტვა საქართველოს თავის გამოცდილებას გაუზიარებს საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და დემკრატიის მშენებლობაში. რა ცვლილებები სჭირდება საქართველოს დემოკრატიის თვალსაზრისით?
ვიგაუდას უშაცკასი: საქართველოს კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი რომ დაუმტკიცოს საკუთარ მოქალაქეებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აქ არის პლურალისტური საზოგადოება, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერისთვის მისაწვდომია მედია, რომ არსებობს კარგი საარჩევნო კოდექსი. საარჩევნო კანონი, რომელიც ძალაუფლებისათვის თავისუფალი შეჯიბრობითობის შესაძლებლობას იძლევა. მე ეს საკითხი ოპოზიციასთანაც წამოვწიე, მე ვფიქრობ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქართველი პოლიტიკოსისთვის. მათთვისაც ვინც ხელისუფლებაშია და მათთვისაც ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა– საქართველოში ლაკმუსის ტესტის დრო დგება. ეს კი ნიშნავს, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს და მთელ მსოფლიოს უნდა დაუმტკიცონ რომ მათ შეუძლიათ ძალაუფლების მშვიდად გადაცემა ერთი ხელისუფლებიდან მეორესთვის, გაფიცვებისა და დემონსტრაციების, გადატრიალებების გარეშე, როგორც ეს რამდენჯერმე მოხდა საქართველოში ბოლო 15–იოდე წლის განმავლობაში. მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩართულობაზე დაფუძნებული დემოკრატია გაძლიერდეს და დამკვიდრდეს.
რადიო თავისუფლება: ეს საკითხები განიხილეთ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრისას?
ვიგაუდას უშაცკასი: დიახ, მე წამოვჭერი ეს საკითხი პრესიდენტ სააკაშვილთან, როგორც ამჯერად, ისე ჩემი პირველი ვიზიტისას დეკემბერში. კვლავ დავუდასტურე ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა, მაგრამ ამავე დროს ყურადღება გავამახვილე პლურალისტური მთავრობის შექმნის მნიშვნელობაზე, პლურალისტური საზოგადოებისა და ჩართულობაზე დაფუძნებული დემოკრატიის. რაც ასეთი დიდი მნშვნელობისაა, უპირველესად თავად ქართველი ხალხისათვის.
რადიო თავისფლება: თქვენ ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდით..
ვიგაუდას უშაცკასი: ოპოზიციას? დიახ, ძალიან გულწრფელი და მეგობრული დისკუსია გვქონდა. ვფიქრობ, მათ აქვთ თავიანთი ხედვა, თავიანთი თვალსაზრისი. ისინი არ ეთანხმებიან რაღაც საკითხებში პრეზიდენტ სააკაშვილს, მაგრამ ისინი თანხმდებიან ერთ ფუნდანმენტურ საკითხში, ეს არის დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს სუვერენიტეტი, – რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი. და მე მოხარული ვარ ეს გადმოვცე.