მომავალი წლის აპრილში აჭარაში ავტობანის მშენებლობა დაიწყება. მანამდე კი პროექტის დეტალები ზუსტდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა ტენდერი ავტობანის მშენებლობის დეტალურ პროექტზე. წინასწარი საპროექტო სამუშაოები კი უკვე დასრულებულია.