„იმელის“ ცნობილი შენობის გამო არქიტექტორთა საზოგადოება მას შემდეგ ახმაურდა, რაც ინვესტორმა მისი მარჯვენა ფლიგელის დანგრევა დაიწყო. პროფესიულ წრეებში გაჩენილი პროტესტი მალე ქუჩის აქციაში გადაიზარდა, 1 ოქტომბერს კი ამავე საზოგადოების კითხვებს უკვე სასტუმროთა ქსელ ”კემპინსკის” წარმომადგენელი, ”დაბი” ჯგუფი, პასუხობდა. „იმელის“ შენობას ძეგლის სტატუსი დაახლოებით ორი წლის წინ მოუხსნეს, შემდეგ გაყიდეს და თუ დღეს რუსთაველზე ამ შენობასთნ ჩაივლით, იქ „კემპინსკის“ მომავალი სასტუმროს ბანერებს დაინახავთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით არც პროექტია დამტკიცებული და არც ნგრევის ნებართვა გაუცია შესაბამის სამსახურს. არქიტექტორები აცხადებენ, რომ ამ უნიკალური შენობის დანგრევას არ დაუშვებენ. ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაზე მათ ინვესტორს სწორედ ნგრევის შეჩერება მოსთხოვეს.
ბოლო პირობა, რომელიც კავკასიურ სახლში პირველ ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე არქიტექტორებმა ”იმელის” შენობის მფლობელ ”დაბი” ჯგუფის წარმომადგენელს, გიორგი სეთურიძეს, ჩამოართვეს, შენობის უკანა მხარეს არსებული ფლიგელის ნგრევის შეჩერებაა. სეთურიძეს გარკვევით არ უთქვამს შეჩერდება თუ არა ნგრევა, მან მხოლოდ ის თქვა, რომ საზოგადოებასთან დიალოგისა და მათი ინტერესების გათვალისწინებისთვის ინვესტორები მზად არიან. თავის მხრივ, კავკასიურ სახლში შეკრებილმა არქიტექტორებმა, კულტუროლოგებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ ვიდრე”იმელის“ შენობა არ გადარჩება, პროტესტი არ შეწყდება - იქნება ეს გამოხატული ქუჩის აქციით თუ შენობის ადგილას ასაშენებელი „კემპინსკის“ მომავალი სასტუმროს ცნობილი არქიტექტორის, რობ კრიერისათვის, წერილის გაგზავნით.
შენობის უკანა ნაწილის ნგრევა ინვესტორმა აქტიურად სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაიწყო, თუმცა არქიტექტორები ამტკიცებენ, რომ ეს პროცესი გაცილებით ადრეა დაწყებული და ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც აქვთ. ეს ამბავი კი, როგორც იტყვიან, მას შემდეგ გასკდა, რაც ტელევიზიით ცნობილი გახდა, რომ ადგილზე საფლავის ქვები აღმოაჩინეს, რის მოშორებასაც ცდილობდა ინვესტორი „იმელის“ შენობიდან. თუმცა ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ნგრევის გადაწყვეტილება „დაბი“ ჯგუფმა მერიის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად მიიღო.
”ვაღიარებთ იმას, რომ დავანგრიეთ ფლიგელი, რაც იურიდიულად უკანონო ქმედება იყო, მაგრამ ის, რომ მაგ შენობის მთლიანად დანგრევა ხდებოდა, მაგას კატეგორიულად უარვყოფთ.”
ჯერჯერობით არც მომავალი სასტუმროს დასრულებული პროექტი არსებობს. ჩვენ გვსურდა ოფიციალური პასუხი მოგვესმინა მერიის შესაბამისი სამსახურებისგან დაგროვილ კითხვებზე, მაგრამ ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარს ამ სტრუქტურაში არავინ აკეთებს.
კულტურის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი მაკა შავიშვილი მოგვითხრობს პრეისტორიას:
”შეთანხმებული, განხილული, დამტკიცებული, ნებართვაგაცემული ამ შენობის ირგვლივ დღეისათვის არ არის არაფერი. დაახლოებით სამი წლის წინ იყო მერიაში გამოტანილი განსახილველად რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც არ შეთანხმებულა. ბოლოს კი, ერთი კვირის წინ, იყო გამოტანილი დემონტაჟის პროექტი, რომელსაც ეთქვა უარი.”
დემონტაჟი კი, პირდაპირი მნიშვნელობით, შენობის დაშლას ნიშნავს, გვიხსნის მაკა შავიშვილი და შენიშნავს, რომ „იმელის“ მსგავსი შენობების არათუ დანგრევა, არამედ რეკონსტრუქციაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.
კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი ერთ-ერთია, რომელმაც, გარკვეული დაბრკოლების შემდეგ, დაცლილ და დალუქულ „იმელის“ შენობაში შევლა და ფოტოების გადაღება მოახერხა. ის ამბობს, რომ ინტერიერი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ყველა ქმედება, რაც უკვე ინვესტორმა ადგილზე განახორციელა, უკანონოა:
”ის, რაც ”იმელის” შენობასთან დაკავშირებით ხორციელდება, ინტერიერის დაშლიდან ფასადის დემონტაჟით დამთავრებული, არის სრული უკანონობა.”
არქიტექტორები ამბობენ, რომ „იმელის“ შენობა უკვე დიდი ხანია დაცლილი და დაკეტილია. შესაბამისად, რა ხდება ინტერიერში, მათი უმრავლესობა ინფორმაციას არ ფლობს. მათთვის ცნობილია, რომ „კეპმინსკის“ მომავალი სასტუმროს პროექტი არქიტექტურის სამსახურში შეთანხმებული არ არის. და ეს მაშინ, როდესაც შენობას უკვე ანგრევენ. ”დაბი” ჯგუფის წარმომადგენელი გიორგი სეთურიძე ამბობს, რომ ახლა მუშაობენ არქიტექტორებთან ერთად და მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ის არის, რომ „იმელის“ ფასადი და იერსახე შენარჩუნდეს ძველებური სახით, მიუხედავად იმისა, რომ ამან, შესაძლოა, ათეული მილიონით გააძვიროს პროექტი. თუმცა სეთურიძე იქვე ამბობს:
” ეს შენობა არის ავარიული, თავიდან მშენებლობისას არის დაშვებული შეცდომები და დღეს ამ ფორმით ამ შენობის შენარჩუნება არის შეუძლებელი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოხდეს ავარიული ნაწილის დემონტაჟი. ჩვენ მიცემული გაქვს ორ ცნობილ კომპანიაზე პროქტის შეკვეთა, როგორ შევინარჩუნოთ წინა მხარე, შენობის ფასადი, და როგორ მივაბათ ის ახალ სტრუქტურას.”
”კემპინსკად” გადაკეთებული ”იმელის” ახლებურ სახეზე მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორები კრიერი და კოლი იზრუნებენ. სეთურიძის თქმით, კოლი თბილისს უკვე სტუმრობდა და მან „იმელის“ შენობა საკუთარი თვალით ნახა.
კიდევ ერთი სადავო მომენტი,რაც ”იმელის” შენობის ნგრევასთან ერთად ამოტივტივდა, იქ ნაპოვნი საფლავის ქვებია, თბილისის ძველი სასაფლაოდან, რომლითაც არის ნაშენი შენობის გარკვეული ნაწილი. სეთურიძემ ისიც უარყო, რომ ნგრევა სწორედ ამ საფლავების ადგილიდან მოშორების მიზნით დაიწყო.
და მთავარი საკითხი: როგორ მოხდა, რომ წლების განმავლობაში ძეგლად აღიარებულ ”იმელს” უეცრად, ორი წლის წინ, 2007 წელს, ძეგლების სიის განახლებისას, ეს სტატუსი ჩამოერთვა?
”ვის აქვს უფლება ეროვნული მნიშვნელობის ძეგლს მოუხსნას სტატუსი?”
ამ კითხვას არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანია სვამს, რომელიც, სხვათა შორის, როგორც მიწვეული სპეციალისტი, თავად ესწრებოდა იმ საბჭოს სხდომას, რომელზეც „იმელს“ ეს სტატუსი მოეხსნა. მაშინ ვერც მაია მანიას და ვერც სხვა არაერთი არქიტექტორის პროტესტმა „იმელი“ ვერ გადარჩინა: ” სალ კლდეს შევეჯახე, ისეთი მდგომარეობა იყო.”
ამავე სხდომას ესწრებოდა კიდევ ერთი არქიტექტორი, კოკა ამირეჯიბი, რომელიც დღეს იხსენებს, რომ ქალაქის მერ გიგი უგულავას განცხადებას, „იმელს“ ძეგლის სტატუსი უნდა მოეხსნასო, წინ ვერაფერი დაუდგა. გადაწყვეტილება კენჭისყრის გარეშე მიიღეს. ითქვა მხოლოდ ის, რომ ეს პოლიტიკური ნება იყო. დღეს კი კოკა ამირეჯიბი პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად ინვესტორსაც აკისრებს:
”თქვენ აიღეთ სინდისზე ხელი, რადგან ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი. თქვენ მას ხელყოფთ, ანგრევთ, ის კი მთლიანად ძეგლია, მარტო ფასადით კი არა, ყველა ფლიგელით და ნაწილით. მისი ხელყოფა დაუშვებელი იყო, მაგრამ ამაზე წავიდა ხელისუფლება და თქვენ მათთან ერთად თანაბრად აგებთ პასუხს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფაზე.”
საინტერესო დეტალი: მაშინ მოქმედი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონში ეწერა, რომ იმ შენობების პრივატიზაცია, რომელთაც ჰქონდათ ძეგლის სტატუსი, არ შეიძლებოდა. იმავე კანონში წერია, რა შემთხვევაში შეიძლება ამ სტატუსის მოხსნა: პირველი, თუ ძეგლი ისე დაინგრა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია, ან, მეორე - თუ ძეგლი კარგავს თავის მახასიათებლებს უხეში რესტავრაციის კუთხით: ”იმელს” არც ერთი სჭირდა, არც მეორე, ამიტომ ყველა გადაწყვეტილება კანონგარეშე იყო”, - ამბობს ცირა ელისაშვილი.
სხვათა შორის, ასე მოუხსნეს ძეგლის სტატუსი კიდევ რამდენიმე შენობას, მათ შორის, ლეონიძის 2 ნომერში მდგარს.
რაც შეეხება „იმელს“, მის ადგილას ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აშენდეს. ”დაბი” ჯგუფის წარმომადგენელი გიორგი სეთურიძე ამბობს, რომ მემკვედრეობად ამ შენობიდან მათ დარჩათ მხოლოდ კედლები, ინტერიერიდან მხოლოდ ჭაღების გადარჩენა მოახერხეს. იაკობ ნიკოლაძის ცნობილი ბარელიეფი უკვე აღარ არსებობდა. უნიკალური არქივის ნაწილი საჯარო ბიბლიოთეკამ წაიღო, ნაწილს კი ჯერჯერობით ინვესტორი იცავს და სად წაიღებენ, თავადაც არ იციან.
ამ უძვირესი პროექტის მხოლოდ საინჟინრო არქიტექტურული სამუშაოები
8 მილიონი ევრო ჯდება. დაგეგმილია გაკეთდეს 700-800 მანქანის სადგომი,
თუმცა სად, რომელი ქუჩის ხარჯზე, ეს არქიტექტორებისათვის გაუგებარია.
სამაგიეროდ, მათ ძალიან კარგად იციან 1938 წელს ალექსეი შჩიუსევის მიერ აგებული ამ უნიკალური შენობის მნიშვნელობა. როგორც მაია მანია გვიხსნის, ეს არის სტალინური პერიოდის ყველაზე გამორჩეული ძეგლი - არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ შჩიუსევი არის წითელ მოედანზე ლენინის მავზოლეუმის არქიტექტორი, საქართველოში კი მან, „იმელის“ გარდა, ბათუმის ინტურისტი დააპროექტა.
”მსოფლიო არქიტექტურის რუკაზე აღნიშვნას ნიშნავს შჩიუსევის შენობის თბილისში მდებარეობა. ის მიმართავს ძველ ქართულ ხუროთმოძღვრულ დეკორს, იყენებს ბოლნისის ტუფს. რა თქმა უნდა, აღნიშვნის ღირსია იაკობ ნიკოლაძის უკვე აღარარსებული ბარელიეფები და დღემდე შერჩენილი თამარ აბაკელიას ფრიზი. აღარაფერს ვამბობ ინტერიერზე, რომელიც ძალიან მაღალი არქიტექტურული ღირებულების იყო თავისი ნაკვეთი ფორმებით”, - ამბობს მაია მანია.
მაია მანიას ვკითხეთ, რატომ არ დაიწყეს ამაზე საუბარი არქიტექტორებმა უფრო ადრე, სანამ ნგრევა დაიწყებოდა. მან თქვა, რომ თავიდან კრიერის სახელმა გარკვეული ნდობა გაუჩინა, რომ შენობას ხელს არ ახლებდნენ, მაგრამ მხოლოდ დროებით. როდესაც რუსთაველზე გამოკრული ბანერები თავისი თვალით იხილა, მისი აღშფოთება განუზომლად დიდი იყო.
1 ოქტომბრის შეხვედრა ”დაბი” ჯგუფსა და ”იმელის” გულშემატკივრებს შორის საკმაოდ დაძაბული და პირდაპირი იყო. ინვესტორისგან მათ ნგრევის უპირობო შეჩერება მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო მოძრაობა არ შეწყდება. მაია მანიამ კი თქვა, რომ პირველი, რასაც გააკეთებს, იქნება ის, რომ ძალიან მწვავე წერილს მისწერს რობ კრიერს და ეტყვის იმას, რასაც რადიო თავისუფლების ეთერით მთელ საქართველოს ეუბნება:
” ‘იმელი’ ძალიან დიდი ძეგლია, დიდი შემოქმედის აშენებულია და ის დგას გენიალურ ქალაქში.”