განათლების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, კერძოდ, სახელობო-პროფესიული განათლება ამ უკანასკნელ ხანებში დარგის სპეციალისტთა დისკუსიის საგანია. 25 სექტემბერს კი ექსპერტებისა და სამინისტროს წარმომადგენელთა კონკრეტული მსჯელობის საგანი გახდა სახელობო განათლებისა და მომზადების შუალედური, 2009-2012 წლების, სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავდა. შეძლებენ თუ არა ახალი ტიპის პროფესიული სწავლების ცენტრები ისეთი პრობლემების დაძლევას, როგორიცაა უმუშევრობა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროფესიული განათლება ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდეს? სახელობო განათლების სტრატეგიის პრეზენტაციამ ამ სფეროში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კიდევ არაერთი საკითხი წამოჭრა.
ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისათვის 38 სახელობო პროფესიული ცენტრი მოქმედებს. მოთხოვნილების შესაბამისად, ცენტრები სრული დატვირთვით ფუნქციონირებენ და სპეციალისტებს ამზადებენ ისეთი დარგებისთვის, როგორიცაა: მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, საბუღალტრო საქმე და სხვ. წლის განმავლობაში ცენტრები 8-10 ათას სტუდენტს ამზადებენ. ერთმანეთისგან ისინი თავიანთი აღჭურვილობითა და ტექნიკური ბაზით განსხვავდებიან: ნაწილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოდერნიზებული, ნაწილი კი, კერძოდ, 28 ცენტრი სასწავლო პირობების გასაუმჯობესებლად დამატებით ინვესტიციას საჭიროებს.სახელმწიფო სასწავლებლების გარდა, ფუნქციონირებს ასევე 31 კერძო პროფესიული ცენტრი, რომელთა რაოდენობა, განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მაია ჩანქსელიანის აზრით, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება სახელობო განათლების სტრატეგიას:
„სტრატეგიის დოკუმენტი ეხება მომავალ სამ წელს და მთელი სისტემის შემდგომ განვითარებაზეა ორიენტირებული. იგულისხმება მასწავლებლების უკეთ მომზადება, სახელმძღვანელოების შემუშავება, კვალიფიკაციების დახვეწა, ისევე როგორც სასწავლო ინფრასტრუქტურის, ანუ შენობებისა და აღჭურვის, გაუმჯობესება. სამინისტროს იმედი აქვს, რომ, საბიუჯეტო ზრდის კუთხით, მთავრობის მაქსიმალურ მხარდაჭრას მივიღებთ.“
სახელობო განათლებისა და მომზადების შუალედური, 2009-2012 წლების, სტრატეგიის შემუშავების უმთავრესი ამოცანა ამ სექტორში არსებული პრობლემების ასახვა და ფორმალიზებაა. ამ მხრივ, დოკუმენტი ექსპერტთა მოწონებასაც იმსახურებს, თუმცა,სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელის ლევან კვაჭაძის შეფასებით, უახლოესი 3-4 წლის სამოქმედო გეგმა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ნაწილობრივ უგულებელყოფს. მაგალითისთვის ლევან კვაჭაძეს მოჰყავს საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთა, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გამგრძელებელთა და სახელობო ცენტრებში ჩარიცხულთა შეფარდება, რომელიც ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად, საშუალოდ, 25 000 ადამიანი საგანმანათლებლო დაწესებულების მიღმა რჩება და შრომის ბაზარზე პროფესიული მომზადების გარეშე შედის. პრობლემაზე ადეკვატური პასუხი იქნებოდა პროფესიული განათლების სიმძლავრეების სასწრაფოდ გაზრდა, ამბობს ლევან კვაჭაძე:
“სწორედ იმის გამო, რომ სახელმწიფოს დღეს, სხვადასხვა მოსაზრებით, ფული არ ემეტება, ჩვენ გვაქვს ამ პრობლემის უგულებელყოფა. შედეგად ვიღებთ ყოველწლიურად ამ 25 000 ადამიანს, რომელიც რჩება ყოველგვარი მომზადების გარეშე, რაც წლების მანძილზე ქმნის ათეულობით ათას ადამიანს. ეს არის, ჩემის აზრით, სოციალური დაძაბულობის შენელებული ბომბი და მომავალში უკვე სხვა მთავრობებს გაცილებით ძვირი დაუჯდებათ ამ ადამიანების გააქტიურება, ამ ადამიანების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა, ამ ადამიანების იმ კვალიფიკაციით აღჭურვა, რათა ისინი წარმატებულნი იყვნენ შრომის ბაზარზე.”
ლევან კვაჭაძე ითხოვს, რომ სახელმწიფომ პროფესიული განათლების პოლიტიკა სწორად განსაზღვროს და სფეროს დასაფინანსებლად შედარებით ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღოს.
განათლების მინისტრის მოადგილის ირინე ქურდაძის განმარტებით კი, პროფესიული განათლების სფეროში სიმძლავრეების გაზრდას წინ უნდა უსწრებდეს დარგის დაფინანსების სქემის შემუშავება:
„დღეს ცენტრები ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი დაფინანსებით და ეს არ არის მიბმული არც სტუდენტზე, არც პროფესიაზე. შესაბამისად, არ აქვს ვაუჩერული გათვლა, რაც ნიშნავს იმას, რომ არაეფექტურად იხარჯება თანხები. პირველ რიგში, ეს ამოცანაა გადასაჭრელი და შემდგომ უკვე გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები იმავე ცენტრების გაუმჯობესების მიმართულებით, პროფესიათა კვალიფიკაციების განსაზღვრის მიმართულებით.“
ბოლო დროს ჩატარებული სხვადასხვა გამოკვლევის თანახმად, ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებელი საქართველოში ძალიან დაბალია. სახელობო განათლებისა და მომზადების სისტემის განვითარების სტრატეგიის მთავარი მიზანი ამ რეალობის გამოსწორებაა.