საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ სააკაშვილის მეთაურობით, განაგრძობს შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმართება შეხვედრები სხვადასხვა დონეზე. წინ არის გაეროს გენერალური ასამბლეა, სადაც სიტყვით გამოვა მიხეილ სააკაშვილი, და უკვე იყო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან. ამ და შეერთებულ შტატებში მიმდინარე სხვა შეხვედრებთან დაკავშირებით შეერთებული შტატებიდან თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა.
”რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია. პირველი ის, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილისა და ქალბატონ კლინტონის პირველი შეხვედრა ახალი ადმინისტრაციის პირობებში და პირადი ურთიერთობების მიმართულებით სერიოზული პროგრესი იქნა მიღწეული. მეორე ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არა მხოლოდ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას, არამედ აპირებს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით. ვგულისხმობ დიპლომატიურ ნაბიჯებს და ყველამ კარგად იცის, რომ სხვა ნაბიჯებზე არ არის და არც შეიძლება იყოს ლაპარაკი”, - ამბობს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი.
მიხეილ სააკაშვილისა და ჰილარი კლინტონის პირისპირ შეხვედრა 21 სექტემბერს გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ასევე მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმართ:
”ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და განხორციელდეს ქვეყნის რეინტეგრაცია“, - თქვა მან და დასძინა:“ვიცით, რომ რთულია მუშაობა დემოკრატიული ცვლილებების მიმართულებით, რის მიღწევასაც ცდილობთ. ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს და დაგეხმაროთ ცვლილებებისკენ ნაბიჯების გადადგამში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს და გვინდა დღეს ამის შესახებ აქ მკაფიოდ და ნათლად ითქვას.“
სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე საუბრისას რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში თემურ იაკობაშვილმა 3 ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. ორის შესახებ ზემოთ უკვე ითქვა. მესამე უმნიშვნელოვანესი მიმართულება, სახელმწიფო მინისტრის თქმით, იყო სწორედ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა და დაპირება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს რეფორმების მიმართულებით რთული ნაბიჯების გადადგმაში, ”რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ომის შემდეგ კრიზისის ფონზე, ჩვენთვის ძალიან ნიშვნელოვანია რეფორმების გატარება, რაც ნიშნავს ფინანსურ დახმარებას, მორალურ დახმარებას, ექსპერტულ დახმარებას. ეს სამი მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.”
დახმარების და მხარდაჭერის უფრო კონკრეტულ დეტალებზე ასეთი დონის შეხვედრებზე არ ლაპარაკობენ. შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაცია მართავს შეხვედრებს სხვადასხვა დონეზე. მთავარი და უმთავრესი, რაც სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე გამოიკვეთა, შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის სიტყვებით გადმოვცეთ. კლინტონისა და სააკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით მან აღნიშნა:
”სახელმწიფო მდივანმა ნათლად განაცხადა, რომ ჩვენი მიზანი არის არა მხოლოდ ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სხვებმა არ აღიარონ, არამედ ვნახოთ ისინი საქართველოში ინტეგრირებული. ასევე ჩვენი მიზანია საქართველო გახდეს ისეთი ძლიერი და მიმზიდველი ქვეყანა, რომ ამ ხალხს უკან, საქართველოში, დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს. ვფიქრობ, ქართველებსაც ასე მიაჩნიათ.”
შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის წევრს თემურ იაკობაშვილს ვკითხე, იქ მიმდინარე შეხვედრებზე რა დატვირთვა მიეცა საქართველოს სასიცოცხლო პრობლემას, უსაფრთხოების პრობლემას: „განხილვის თემა მარტო საქართველო არ არის, საქართველო არის ლაკმუსის ქაღალდი, ფონი, როცა რუსეთი ცდილობს სათავისოდ გაიგოს უარი ანტისარაკეტო სისტემაზე. ბევრი მსჯელობა მიდის ამაზე.”
საქართველოს დელეგაციაში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პრეზიდენტის შეხვედრას ნატოს ახალ გენერალურ მდივანთან. თემურ იაკობაშვილის თქმით, არ გამართლდა ბევრი სკეპტიკოსის აზრი, რომ ომმა გზა ჩაუხერგა საქართველოს ნატოსკენ. საქართველო აგრძელებს და გააგრძელებს რეფორმებს ნატოსკენ წინსვლის მიმართულებით. წინაა გაეროს გენერალური ასამბლეა, სადაც მოხსენებით გამოვა საქართველოს პრეზიდენტი; ვიზიტი, დატირთული შეხვედრებით. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რა განცხადებები კეთდება ოფიციალურ შეხვედრებზე, არამედ რას ამბობენ ოფიციალური შეხვედრების მიღმა. ჩვენ ვისარგებლეთ მომენტით და თემურ იაკობაშვილს ვთხოვეთ კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს უკვე ცნობილი იყოს, რომ საერთაშორისო საგამოძიებო კომისია თავის დასკვნაში აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს. მითქმა-მოთქმა ამაზე გერმანულ გაზეთ ”შპიგელიდან“ აგორდა:
”ის, რომ რატომღაც მაინცდამაინც „შპიგელშია“ ხოლმე ასეთი ინფორმაცია და მაინცდამაინც საქართველოს ადანაშაულებენ, უკვე გაკვირვებას იწვევს. მე ვფიქრობ, ეს არის მორიგი მცდელობა ზეწოლა მოახდინონ კომისიაზე, მაგრამ ეს დრო გავლილია, დასკვნა დაწერილია, გამოქვეყნდება და შემდეგ შეგვეძლება დეტალური კომენტარების გაკეთება.”