ყოველკვირეული პროგრამა “კავკასიური გზაჯვარედინი” დღეს რადიო თავისუფლების თბილისის, ერევნისა და ბაქოს ბიუროების ჟურნალისტებმა მოამზადეს. დღევანდელ პროგრამაში რუსული ენის შესახებ ვისაუბრებთ - იმაზე, თუ რამდენად შეინარჩუნა სხვა უცხო ენებთან შედარებით პრიორიტეტული პოზიციები რუსულმა ენამ, რამდენად ხშირად მიმართავენ მას დღეს აზერბაიჯანში, სომხეთსა თუ საქართველოში. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება