ორშაბათს გაზეთი „მთელი კვირა“ “ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერთან, რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილთან, ინტერვიუს ბეჭდავს. ოპოზიციის უახლოეს გეგმებზე საუბრისას დავით ბერძენიშვილი ამბობს: “სექტემბერში არ იქნება ერთიანი ოპოზიციური პოლიტიკური პროექტები. იქნება “ალიანსის” პროექტი და პროექტი იქნება საერთო ნაციონალური ხასიათისა. მე ჯერჯერობით თავს შევიკავებ ამ პროექტზე დეტალური საუბრისგან, მას სერიოზულად ვამზადებთ. ის, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის ჩვენ მოვემზადებით, სავსებით ნათელია. შემიძლია ჩამოვიდე სანაძლეოს: ყველა მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი პოლიტიკური პარტია საქართველოში, იმის მიუხედავად, რას იტყვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, სიების წარდგენამდე თუნდაც ხუთი წუთით ადრე, მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჯერ ერთი, საქართველოში ასეთი პოლიტიკური პრაქტიკა გვაქვს და, მეორე მხრივ, ეს არის ელემენტარული პოლიტიკური ლოგიკა, თუ არ სურთ დასვან საკუთარი პოლიტიკური პარტიების ყოფნა-არყოფნის საკითხი. სხვათა შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საერთო ნაციონალური არჩევნებია”, - უთხრა გაზეთს დავით ბერძენიშვილმა და დასძინა რომ “ალიანსს” მერის კანდიდატურაც ეყოლება, საკრებულოს თავმჯდომარისაც და იმის პრეტენზიაც ექნება, რომ თბილისის არჩევნები მოიგოს.
რა ფონზე განვითარდება ეს მოვლენები და რა ვითარებაა ამასობაში ქვეყნის ეკონომიკაში, ამაზე ორშაბათის „კვირის პალიტრაში“ პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე საუბრობდა. მისი აზრით, “თქმა იმისა, რომ არაფერი გაკეთებულა, უსამართლობა იქნებოდა.” რა თქმა უნდა, ხელისუფლება აკეთებს რაღაცასო, - უთხრა მან გაზეთს და დააზუსტა: „იგივე ინფრასტრუქტურული პროექტები, ელექტროენერგიისა და წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული მშენებლობები, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არსებობს”, - ამბობს დემურ გიორხელიძე, ხოლო ის, თუ რა არ არსებობს, ექსპერტის თქმით, ასე ჩანს:”უნდა ვლაპარაკობდეთ უფრო ფართომასშტაბიან, მოცულობითსა და გრძელვადიან ხედვაზე ხელისუფლების მხრიდან. მას არ გადაუდგამს ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ფუნდამენტად უნდა ქცეულიყო ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე. არ დაუწყია ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მოდერნიზაცია. ამ მიმართულებით პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. და რაკი ასეთი ფართომასშტაბიანი საფუძველი ხელისუფლების მოქმედებაში არ არსებულა, ეკონომიკური პოლიტიკა, თუკი მას საერთოდ პოლიტიკა შეიძლება ეწოდოს, ფრაგმენტული იყო, რაღაც თვალსაზრისით, ფსევდოლიბერალურ კონცეფციას ამოფარებული, რასაც, სინამდვილეში, ლიბერალიზმთან არაფერი ჰქონდა საერთო.”
სექტემბერში მოსალოდნელ პროცესებზე კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავაც, საუბრობდა. “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა:“მომავალ კვირას გვექნება რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთად ერთობლივი განცხადება. ვფიქრობ, კონსულტაციები გაგრძელდება მანამდე, ვიდრე რაც შეიძლება უფრო ფართო ფორმატში არ აღდგება გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანობა. ყველასთან გავდივართ კონსულტაციებს, მაგრამ ვისთან იქნება შეთანხმება მიღწეული, ამაზე ჯერჯერობით თავს შევიკავებ. ძალიან მალე იქნება კონკრეტული შედეგები”, - უთხრა კახა კუკავამ გაზეთს.
შაბათს „რეზონანსი“ კვლავ იმაზე წერდა, რომ არსებობს პროექტები, რომლებზეც ოპოზიციის წარმომადგენლები ჯერჯერობით მხოლოდ მინიშნებით საუბრობენ. ამასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პოლიტიკის ექსპერტის სოსო ცისკარიშვილის პასუხი ამგვარი იყო: ” ამ დროისათვის არ მაქვს პატივი ვიცნობდე რაიმე ტიპის ოპოზიციურ პროექტს. ჩემი აზრით, ოპოზიციური ძალები ჯერ კიდევ ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევით არიან დაკავებული. ოპოზიციური ფრონტის მასობრივი გაერთიანების იდეამ პერსპექტივა პრაქტიკულად ამოწურა. ვფიქრობ, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ამ რთულ ამოცანას ოპოზიციონერებმა თავი ღირსეულად გაართვეს. თვეების განმავლობაში ისინი საერთო სტრატეგიული ამოცანის ერთგულები იყვნენ და იშვიათად თუ წამოსცდებოდათ რაიმე უკმაყოფილება ერთმანეთის მისამართით“, - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი, თუმცა დასძენს, რომ დაშლა-არდაშლის სადღეგრძელოს ეტაპი ოპოზიციას ცოტა გაუგრძელდა. ”ისინიც აცნობიერებენ, რომ ცალ-ცალკე, კენტად აღებული პოლიტიკური ძალა ბევრი ვერაფრის მაქნისია, მაგრამ 15 სუბიექტიანი გაერთიანების იდეაც წარსულს ჩაბარდა. ახლა გარკვეული მონახაზი იკვეთებაო“, - ამბობს ექსპერტი და დასძენს: „ვიდრე ეს საზოგადოების წინაშე მკაფიოდ და დასრულებული სახით არ წარმოჩნდება, მანამდე არ უნდა ველოდეთ რაიმე აქტიურ ქმედებებს ოპოზიციის მხრიდან “.
ამის მიუხედავად, შაბათის „ახალი თაობა“ უკვე გვთავაზობს ოპოზიციის ახალი გეგმების ერთ-ერთ ვერსიას. გაზეთის მიხედვით, ოპოზიცია რამდენიმე ჯგუფად, ალიანსად გაერთიანდება. გაზეთი წერს, რომ ცალკე იქნებიან ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი. - ”კონსერვატორები” ”ხალხის პარტია” და ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობა კვლავ აქციების მომხრენი არიან და, შესაბამისად, ერთად გამოვლენ აქციებზეც. უკვე ფაქტია, რომ „ალიანსი საქართველოსთვის“ ცალკე გადის და ხელისუფლების ალტერნატივის შექმნისათვის იმუშავებს. ცალკე იქნება ”ეროვნული ფორუმიც“, - ვკითხულობთ „ახალ თაობაში“.
„ალია“ კი შაბათის ნომერში წერს, რომ 31 აგვისტოს უშიშროების საბჭოზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრი პაატა დავითაია და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მწვავე განცხადებებით გამოსვლას გეგმავდნენ. სხდომა ჩავარდა... - წერს გაზეთი და განაგრძობს - მაგრამ ამ ფაქტში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ, „ალიას“ ინფორმაციით, ფარული სატელეფონო მოსმენებით დადგინდა სავარაუდო შინაარსი, რითაც ოპოზიცია ხელისუფლებაზე დარტყმას აპირებდა. კონკრეტულად კი, დავითაია ბაჩო ახალაიას გაკრიტიკებას გეგმავდა. ამიტომაც ორშაბათს დაგეგმილი უშიშროების საბჭოს სხდომა სასწრაფო წესით ჩაიშალა, სამშაბათს კი ახალაია მინისტრად დაინიშნა.
„ალია“ პაატა დავითაიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, თუ რატომ არ შედგა უშიშროების საბჭოს სხდომა, თუმცა დაადასტურა, რომ, მისი აზრით, თავდაცვის მინისტრის კანდიდატურა აუცილებლად უნდა განხილულიყო უშიშროების საბჭოს სხდომაზე.