მოხდა ის, რასაც საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედული ყველა ადამიანი წინასწარმეტყველებდა. ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრია. ყოფილი მინისტრი ვასილ სიხარულიძე კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა მრჩევლად წაიყვანა.
სიცხადე ყველაფერში კარგია.
ამიტომ ამ სადავოდ ქცეული დანიშვნის ყველაზე პოზიტიურ შედეგად მე ის მიმაჩნია, რომ დასრულდა ორხელისუფლებიანობა ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო უწყებაში.
სხვათა შორის, ეს სიცხადე კარგია იმ ოფიცრებისთვისაც, რომლებიც, ერთი წლის განმავლობაში ერთგვარად დეზორიენტირებულები იყვნენ და არ იცოდნენ, პირველად ვისი ბრძანება შეესრულებინათ – თავდაცვის მინისტრის, თუ მისი გავლენიანი მოადგილისა.
შესაბამისად, ბაჩო ახალია, რომელიც აქამდე “ჩდილიდან” მართავდა სამხედრო უწყებას, ახლა ამას ერთპიროვნულად განახორციელებს.
ახალი მინისტრის ამოცანათა სიაც განსაზღვრულია. ესაა არმიის ბრძოლისუნარიანობის შემდგომი ამაღლება, რესურსებისა და ფინანსების მკაცრი კონტროლი, დისციპლინის განმტკიცება და მოწინააღმდეგის უშუალო შეხების სიახლოვეს თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობა, რასაც სამხედრო სიტემაში “მაჟინოს ხაზის” ანალოგიით, ხუმრობით “ახალაიას ხაზი” უწოდეს.
მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ “ახალაიას ხაზი” თბილისთან ახლოს, მცხეთასა და საგურამოში მდებარე აგარაკებზე გადის. ასევე ხელის გულივით ჩანს ყველა ის პრობლემა, რაც სამხედრო მშენებლობაში ბოლო წლების განმავლობაში დაგროვდა:
- ეს არის 7 თავდაცვის მინისტრი 6 წელიწადში;
- ეს არის დაუსრულებელი საკადრო და საორგანიზაციო ექსპერიმენტები, რასაც ასეულობით ნაბრძოლი და დასავლეთის სამხედრო სასწავლებლებში გამოცდილებამიღებული ოფიცრის კარიერა შეეწირა;
- ეს არის მართვის და გადაწყვეტილების მიღებაში უხეში და უმეცარი პოლიტიკური ჩარევა, რომლის მაგალითი იყო ცხინვალში შარშანდელი “ბლიც-კრიგი”;
- ეს არის არმიულ ცხოვრებასა და ურთიერთობებში, რაც ღირსებას, ურთიერთგატანას და საბრძოლო მეგობრობის პრინციპებს ეფუძნება, - უღირსებობის, ურთიერთგაუტანლობისა და ურთიერთდაბეზღების ვირუსის შეტანა;
- ეს არის ორხელისუფლებიანობის ჯერ წახალისება, შემდეგ მისი აღმოფხვრა;
- ეს არის პრობლემების ჯერ შექმნა და მერე მათი “გმირულად” გადალახვა.
აი, ასეთი მძიმე მემკვიდრეობის პირობებში იწყებს თავის პოსტზე მუშაობას მინისტრი ახალაია, რომელსაც წინამორბედისაგან განსხვავებით, არანაირი პოლიტიკური ავანსები არ აქვს. ეს კიდევ ერთი სიცხადეა, რაც შესაძლოა კარგიც იყოს და ცუდიც.
თავდაცვის მინისტრის პოსტი 29 წლის ბაჩო ახალაიასათვის არის შესაძლებლობა, გამოიჩინოს თავი და მოახდინოს სასჯელაღსრულებით დეპარტამენტში მუშაობის გამო დემონიზებული ავტორიტეტის რეაბილიტაცია.
არჩევანის საშუალება ბაჩო ახალაიას ნამდვილად აქვს.
თუ ახალაია შეძლებს ისეთი პოლიტიკური ხაზის გატარებას, რაც სამხედროთა ღირსების დაცვაზე და არმიის რეალურ დეპოლიტიზებაზე იქნება ორიენტირებული, - მაშინ მას წარმატებული მინისტრობა ელოდება.
მაგრამ თუ ახალი თავდაცვის მინისტრი მხოლოდ “მკაცრი ხელის” პოლიტიკით იხელმძღვანელებს და “კუდიანებზე ნადირობას” ახალი ძალით გააჩაღებს, მაშინ იგი საბოლოოდ დაანგრევს დაუსრულებელი საკადრო ექსპერიმენტებითა და შარშანდელი სამხედრო მარცხისაგან დაუძლურებულ თავდაცვის სამინისტროს.