რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების წლისთავი ოკუპირებულ ზონებში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. ამავე დროს, 26 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა გაავრცელეს ცნობა ცხინვალში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ. 26 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიებებს ცხინვალში ვერ დაესწრო ედუარდ კოკოითი - ამ დღეს ის მოსკოვში იქნა გამოძახებული. რა მოუტანა აფხაზ და ოს ხალხს შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა? რა მოლოდინი იყო საქართველოს ოკუპირებულ და არაოკუპირებულ ნაწილებში მაშინ, როცა ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და რამდენად გამართლდა ეს მოლოდინი?
საქართველოს ოკუპირებულ და არაოკუპირებულ ნაწილებს შორის რუსეთის სასაზღვრო ჯარი მყარად ჩადგა, პირობითი საზღვრების მიღმა ტერიტორიებს რუსეთის საჯარისო ნაწილების გაფართოებული წარმომადგენლობა აკონტროლებს. ეს ჯარი რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის გარანტიაო, ირწმუნებიან მოსკოვში, მაგრამ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ამ ცოტა ხნის წინ, ვლადიმირ პუტინის სოხუმში ვიზიტისას, გაგრასა და სოხუმში ძლიერი აფეთქებები მოხდა. 26 აგვისტოს კი, როცა ცხინვალის რეგიონში მოქმედი სეპარატისტული რეჟიმი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან ერთი წლის თავს ზეიმობდა, ძლიერი აფეთქება მოხდა ცხინვალის ცენტრში. დაზარალებულების თუ დაღუპულების შესახებ ცნობა არ გავრცელებულა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა გაზის რეზერვუართან ძალიან ახლოს და, ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციით, რეზერვუარი აფეთქებას სასწაულებრივად გადაურჩა. მსგავს აფეთქებებში ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი ყოველ ჯერზე საქართველოს სპეცსამსახურებს სდებს ბრალს; თბილისშიც ყოველ ჯერზე ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილებში არსებულ ქაოსზე პასუხისმგებელი ოკუპანტი მხარე და მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი რეჟიმია, რომელსაც რუსეთი მუდმივად იყენებდა და იყენებს საქართველოში ვითარების პროვოცირებისთვის.
რა მოიტანა რუსეთის შარშანდელი 26 აგვისტოს გადაწყვეტილებამ საქართველოს იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთი შარშანდელი ომის შემდეგ კიდევ უფრო მყარად ჩადგა? ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ერთმანეთისგან, ასე თუ ისე, განსხვავებულია. ცხინვალის რეგიონში აგვისტოს ომამდე 70000 ადამიანი სახლობდა; საქართველოს მხარის მონაცემებით, ადგილობრივი მოსახლეობა დღეს ოკუპირებულ რეგიონში 12000-ს შეადგენს. მდგომარეობის გამოსასწორებლად რუსეთის ხელისუფლებისა და სეპარატისტული რეჟიმის მიერ ქართულ სოფლებში რუსებისა და ჩრდილოელი ოსების ჩასახლების საკითხი განიხილება. ედუარდ კოკოითის არ ერიდება ღიად ილაპარაკოს სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განზრახვაზე. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ოპოზიცია აკრიტიკებს რუსეთთან აფხაზეთის იმაზე მეტად მიბმის გამო, ვიდრე წარმოედგინათ, აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ვარიანტზე ღიად არ ლაპარაკობს, მაგრამ იგივე სერგეი ბაღაფში შეკითხვას, რაში მდგომარეობს განვლილი წლის მთავარი მიღწევები, მიღწეევები იმ დღიდან, როცა რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, უპასუხებს : ” შეიქმნა უსაფრთხოებისთვის პირობები - რუსი და აფხაზი მესაზღვრეები ერთობლივად აკონტროლებენ საზღვარს, გუდაუთასა და ოჩამჩირეში იქმნება რუსეთის სამხედრო ბაზები, აფხაზეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღების საფრთხე უკვე აღარ არსებობს. მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ შეიცვალა ხალხის განწყობა, ადამიანები დაწყნარდნენ - ბოლო წლებში ხომ ჩვენ ავტომატებზე გვეძინა.”
შარშან, აგვისტოში, ბაღაფშისა და კოკოითის გარემოცვაში იმედოვნებდნენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილება ბიძგს მისცემდა საერთაშორისო აღიარების პროცესს. ერთი წლის გასვლის შემდეგ სეპარატისტული რეჟიმები მოლოდინის გაუმართლებლობის გამო გაწბილებას ვერ მალავენ.
რა იქნება შემდეგ? ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ჩიხი, რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა აღმოჩნდა, შესაძლოა, გრძელვადიანი აღმოჩნდეს. პროფესორმა სტივენ ჯონსმა, რომელიც ავტორია საქართველოზე გამოცემული წიგნებისა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სტატუს კვოს დიდი ხნით შენარჩუნება კიდევ უფრო დააშორებს ამ რეგიონებს დანარჩენ საქართველოს:
” ეს ვითარება, შესაძლოა, გაგრძელდეს და თან ისე დიდხანს, როგორც გაგრძელდა კვიპროსსა ან ტაივანში. ჩემი აზრით, რაც უფრო დიდხანს შენარჩუნდება ამ ტერიტორიებზე არსებული სტატუს კვო, მით უფრო დაშორდება ეს ტერიტორიები დანარჩენ საქართველოს. ახლო და შორეულ პერსპექტივაში ვერ ვხედავ რაიმე გადამწყვეტი რეზოლუციის გაფორმების შესაძლებლობას.”
რადიო თავისუფლებას თავისი მოსაზრება კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ლინკოლნ მიჩელმაც გაუზიარა. მისი აზრით, შარშანდელ ომს ყველაფერი არ შეუცვლია, კონფლიქტი გამძაფრდა და იფეთქა, მაგრამ რეალობა, საერთო ჯამში, იგივე დარჩა. შეიცვალა ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კიდევ უფრო მეტად გახდა რუსეთის ნაწილები, ვიდრე აგვისტოს ომამდე იყო. რუსეთმა მოკლევადიან პერსპექტივაში საქართველოზე გაიმარჯვა, მაგრამ ეს დიდ ფასადაც დაუჯდა:
”რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მხოლოდ ნიკარაგუამ გაიზიარა. ეს ცალსახად რუსეთის დიდი დიპლომატიური მარცხია. რუსეთი იზოლაციაში მოექცა. ეს ის მდგომარეობაა, მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფოების აღიარების შესახებ, შემდეგ მიიხედ-მოიხედო და გვერდით ნიკარაგუის მეტი ვერავინ დაინახო. რუსეთი, ცხადია, ძალიან ცუდად გამოიყურება.”
როგორ გამოიყურება საქართველო აგვისტოს ომის შემდეგ? სტივენ ჯონსი ყურადღებას საქართველოს უსაფრთხოების პრობლემაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ რუსეთსა და საქართველოს ერთმანეთისგან უკვე აღარ ყოფს კავკასიონის მთები, რომ რუსეთი ახლა საქართველოში თბილისიდან 50 კილომეტრში დგას და საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები მისი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ნაწილის განვითარებაში, აყვავებასა და დემოკრატიზაციაშია. ასევე ფიქრობს ლინკოლნ მიჩელიც, ოღონდ ის საქართველოს გაერთიანების პერსპექტივას უფრო ოპტიმისტურად უყურებს - ამბობს, რომ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის შენარჩუნების პირობებში, დანარჩენი საქართველოს განვითარება არამარტო უსაფრთხოების გარანტი შეიძლება იყოს. მიჩელის აზრით, თუ საქართველოს ხელისუფლება მოახერხებს ქვეყნის მიერ კონტროლირებადი ნაწილი ერთგვარი მოდელი გახადოს, შესაძლოა, აფხაზებმა და ოსებმა ისევ დაინახონ საკუთარი მომავალი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში.
საქარველოს ხელისუფლებაში როგორღა უყურებენ ქვეყნის პერსპექტივას აგვისტოს მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ?
” ყველაზე მნიშვნელოვანი ის პარადიგმული ცვლილებაა, როცა მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ეს არ არის კონფლიქტი საქართველოსა და აფხაზებს, საქართველოსა და ოსებს შორის. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ეს არის რუსეთისა და საქართველოს კონფლიქტი და რომ რუსეთის ფედერაცია იყენებდა სეპარატისტებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის მიზანი არ ყოფილა ჩხალთისა და ქურთის გაკონტროლება, მათი მიზანია მთელი საქართველოს გაკონტროლება.”
ამას ამბობს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი. ბრძოლა წაგებული არ არის, ბრძოლა გრძელდება - ხაზგასმით აცხადებენ საქართველოს ხელისუფლებაში.