გორში სტალინის ძეგლის კვარცხლბეკსა და ქალაქის შენობებზე ღამით ახალი წარწერები გაჩნდა. „სტალინი დიქტატორი,“ „სტალინი მუზეუმში,“ „ჩამოკვარცხლბეკდი, სოსელო“ – ეს ფრაზები ახალგაზრდების ჯგუფმა ძეგლის კვარცხლბეკსა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებზე წააწერა. რადიო თავისუფლებას აქციის ორმა მონაწილემ სთხოვა, მათი სახელები და გვარები არ გაამჟღავნოს, თუმცა ინტერვიუზე უარი არ უთქვამს. ახალგაზრდების განცხადებით, პროტესტის წარწერებით გამოხატვის ფორმით, საზოგადოების გამოფხიზლებას აპირებენ. დილის 6 საათისთვის სტალინის ძეგლის კვარცხლბეკზე წარწერები გორის დასუფთავების სამსახურმა წაშალა, თუმცა დიდი წითელი ლაქები მაინც დარჩა. წარწერები ხელუხლებლადაა დატოვებული საცხოვრებელ კორპუსებზე.
წუხანდელი აქცია გორელი კომუნისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ლურსმანაშვილმა, გააპროტესტა და სამართალდამცავებს მოსთხოვა, დასაჯონ დამნაშავეები, რომლებმაც, ლურსმანაშვილის შეფასებით, ვანდალური აქტი ჩაიდინეს. კომუნისტური პარტიის წევრს იმედი აქვს, რომ ახალგაზრდების მოქმედება საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის. რადიო თავისუფლებას ალეკო ლურსმანაშვილმა განუცხადა, რომ საპასუხო ზომებს კომპარტია მხოლოდ მას შემდეგ მიმართავს, რაც სტალინის ძეგლის გადატანის შესახებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას გაეცნობა.
ძეგლის გადატანის შესახებ რადიო თავისუფლებამ მოსაზრება გორის ცენტრში რამდენიმე გამვლელსაც ჰკითხა. 6 გამოკითხულიდან 4 სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ძეგლის გადატანას ემხრობა.
სტალინის ძეგლის კვარცხლბეკზე პირველი წარწერა 8 აგვისტოს, საქართველო-რუსეთის ომის წლისთავზე, გაჩნდა. მონუმენტთან შეკრებილი ახალგაზრდები, რომლებსაც ადგილობრივ კომუნისტებთან უთანხმოება მოუვიდათ, აცხადებდნენ, რომ სტალინის იდეური მემკვიდრეები შარშან გორს ბომბავდნენ, ამიტომ ძეგლის ადგილი მუზეუმის ტერიტორიაზეა. ახალგაზრდებმა, მონუმენტის გადატანის მოთხოვნით, ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართეს, თუმცა ამ დრომდე მთავრობის პოზიცია უცნობია. ანტისტალინისტი ახალგაზრდები საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ და ამბობენ, რომ, ამ მხრივ, ყველაზე აქტიური პერიოდი სექტემბრიდან დაიწება.