გორში გაიმართა ახალგაზრდული აქცია, რომლის მონაწილეები იოსებ სტალინის ძეგლის ქალაქის ცენტრალური მოედნიდან მუზეუმში გადატანას მოითხოვდნენ. აქციაში ოცამდე თბილისელი და გორელი სტუდენტი მონაწილეობდა.
...ზუსტად ერთი წლის წინ რუსეთის ავიაციის მიერ გორი პირველად დაიბომბა. ბამბეულის კომბინატის დასახლებაში გორის უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი თითქმის მთლიანად დაინგრა. 8 აგვისტოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ერთი წლის წინანდელი ამბები გაიხსენეს და გამოვიდნენ ინიციატივით, ქალაქში ჩატარდეს სოციოლოგიური გამოკითხვა გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის ძეგლის მუზეუმის ტერიტორიაზე გადატანის საკითხთან დაკავშირებით.
უკვე მეორე დღეა, გორის ცენტრალურ მოედანზე ბერლინის კედლის მსგავსი კედელია აგებული, რომელზეც ომის ამსახველი ფოტოებია გამოფენილი. კედელი ორ ნაწილად არის გაყოფილი და შუაში სტალინის ძეგლია მოქცეული. გამოფენის ორგანიზატორების აზრით, ეს შემთხვევითი არ არის, რადგან სტალინის მონუმენტიც ბერლინის კედლის ნაწილია.
ორად გაყოფილ კედელში, სტალინის მონუმენტის წინ, გორელი და თბილისელი ახალგაზრდები ჩადგნენ და ტრანსპარანტები გაშალეს. 20-მდე ახალგაზრდამ ძეგლის ცენტრალური მოედნიდან მუზეუმის ტერიტორიაზე გადატანა მოითხოვა. სტუდენტებმა გაავრცელეს ხელისუფლებისადმი მიმართვა, სადაც აღნიშნულია, რომ შარშან, აგვისტოს დღეებში, გორს სტალინის პოლიტიკური მემკვიდრეები ბომბავდნენ, ამიტომ, მათი აზრით, სტალინის მონუმენტი არ იმსახურებს ქალაქის ცენტრში დგომას და მისი ადგილი მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ ძეგლის ადგილზე უნდა დაიდგას თავისუფლების სიმბოლო, სვეტი, რომელზეც აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელები ამოიტვიფრება.
ამრიგად, აგვისტოს ომის წლისთავზე კვლავ განახლდა დისკუსია სტალინის ძეგლის გადატანის საკითხზე. შარშან, ომის დასრულების შემდეგ, ძეგლის გადატანის ინიატივა გამოთქვა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძემ, ომის წლისთავზე კი ამავე თაოსნობით უკვე ახალგაზრდები გამოვიდნენ.
თუმცა, საზოგადოების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საბჭოთა ბელადის მონუმენტი გორის ცენტრალურ მოედანზე უნდა დარჩეს. რადგან ის „ქართველი იყო და მსოფლიოში ძლევამოსილი იმპერია შექმნა“.
8 აგვისტოს მოედანზე გამოჩნდნენ ერთიანი კომპარტიისა და სტალინის საზოგადოების ლიდერები, რომლებმაც ახალგაზრდებს აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მათ ახალგაზრდებს საუბარი სტალინის დამსახურებებზე დაუწყეს. კომუნისტების ლიდერის ალეკო ლურსმანაშვილის აზრით, ძეგლი ცენტრში უნდა დარჩეს და მისი ბედი მხოლოდ გორელებმა უნდა გადაწყვიტონ.
თავიდან ახალგაზრდები და კომუნისტების ლიდერები მშვიდად საუბრობდნენ. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მონუმენტის კვარცხლბეკზე წითელი საღებავით გააკეთა წარწერა „ჩამოკვარცხლბეკდი, სოსელო!“
თუმცა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ახალგაზრდები მალევე დაიშალნენ, სექტემბრისთვის კი - თუ ძეგლის გადატანა მანამდე არ მოხერხდა - ახალი ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობით დაიმუქრნენ. კვარცხლბეკზე დატოვებული წარწერის წაშლა კომუნისტების ლიდერმა ჯერ წყლით დასველებული ნაჭრით სცადა, შემდეგ კი ბენზინი მოიტანა და გასუფთავება განაგრძო. სტალინის მონუმენტის ადგილის შეცვლის თაობაზე დისკუსია მომავალშიც გაგრძელდება.
...ზუსტად ერთი წლის წინ რუსეთის ავიაციის მიერ გორი პირველად დაიბომბა. ბამბეულის კომბინატის დასახლებაში გორის უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი თითქმის მთლიანად დაინგრა. 8 აგვისტოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ერთი წლის წინანდელი ამბები გაიხსენეს და გამოვიდნენ ინიციატივით, ქალაქში ჩატარდეს სოციოლოგიური გამოკითხვა გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის ძეგლის მუზეუმის ტერიტორიაზე გადატანის საკითხთან დაკავშირებით.
Your browser doesn’t support HTML5