რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში შემავალ სოფელ იკოთში, მუხრანბატონის ისტორიული სასახლის წინ, სადაც ამჟამად დედათა მონასტერია განთავსებული, რუსი ოკუპანტები სამხედრო აეროდრომის აშენებას აპირებენ. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. ოკუპანტებმა ათიოდე დღის წინ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიშნულები დასვეს, გრუნტის შესწავლისთვის მონაცემები აიღეს და მას შემდეგ, რაც მოისმინეს ქართველი მონაზვნების საჩივარი იმის შესახებ, რომ იქ სამხედრო აეროდრომის ამუშავება მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ისტორიულ ნაგებობებს დააზიანებს, ჯერჯერობით აღარ გამოჩენილან.
ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის დედათა მონასტერში, რომელიც მუხრანბატონის ისტორიულ სასახლეშია განთავსებული, ამ დროისთვის 4 მონაზონია დარჩენილი, სოფელს კი ომის შემდეგ, ძირითადად, მოხუცებულები შემორჩნენ. ამ ტერიტორიას, ისევე როგორც მთელ ახალგორის რაიონს, რუსი ოკუპანტები და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმი აკონტროლებს. და სწორედ აქ, სოფელ იკოთში, დედათა მონასტრის სიახლოვეს, ჩაიფიქრეს რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო აეროდრომის აშენება. ოკუპანტები მონასტრის სიახლოვეს ბოლო 10 დღის წინ გამოჩნდნენ, მათთვის საინტერესო ტერიტორია დაათვალიერეს, აზომეს, მონიშნეს და, როგორც დაინტერესებულ ადგილობრივებს აუხსნეს, გრუნტიდან აიღეს სინჯი მოსკოვში გასაგზავნად, რადგან იქ უნდა დაადგინონ ტერიტორია რამდენად ხელსაყრელია სამხედრო აეროდრომის ასაშენებლად. მონაზვნებმა ოკუპანტებს აუხსნეს, რომ იკოთის ისტორიული სასახლის გარშემო, სადაც დღეს დედათა მონასტერია, კიდევ 20-მდე ისტორიული ეკლესიაა და სამხედრო აეროდრომის მშენებლობა, შემდეგ კი აეროდრომის ამოქმედება აუცილებლად დააზიანებს ისტორიულ ძეგლებს. ოკუპანტებმა მონაზვნებისგან განმარტება მოისმინეს და მას შემდეგ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ გამოჩენილან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსმა სამხედროებმა ხელი აიღეს განზრახვაზე იმ მოტივით, რომ განზრახვის სისრულეში მოყვანა საფრთხეს უქმნის ისტორიულ ძეგლებს, ამის თქმა ჯერჯერობით არავის შეუძლია. ის კი არა, სამხედრო აეროდრომის მშენებლობა ახალგორის რაიონში პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, მაგრამ რუსეთი აგვისტოს შემდეგ სისტემატურად აჩვენებს, რომ არ ეუხერხულება ამ ვალდებულებების სრული იგნორირება.
ოკუპირებულ რეგიონებში თავისი მოქმედებით რუსეთი არღვევს არა მარტო აგვისტოს შეთანხმებას, - მისი გაზრახვა ახალგორის რაიონში არის, ამავე დროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ დეკლარაციების სრული იგნორირებაც. რუსი ოკუპანტების განზრახვას 31 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. ” რუსეთის ფედერაციის სამხედროების მიერ სამხედრო აეროდრომის მშენებლობა და შემდეგ ამ აეროდრომის ექსპლუატაციაში შესვლა სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც სოფელ იკოთის დედათა მონასტრის შენობას, ასევე მის სიახლოვეს განლაგებულ ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებს, როგორიცაა სოფელ ჭირქოლის მე-8 საუკუნის ტაძარი, წმნიდა გიორგის, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიები და წირქოლის ციხესიმაგრე”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 31 ივლისს საქართველოში მოქმედ ელჩებს აუხსნეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების დეტალები და მიაწოდეს ინფორმაცია ახალგორის რაიონში რუსეთის განზრახვის შესახებაც, ააშენოს სამხედრო აეროდრომი. ”გამოვხატეთ შეშფოთება და ვთხოვეთ მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ სიტუაციას. დესტაბილიზაციის პოტენციალი არის მაღალი. მივაქციეთ მათი ყურადღება იმ ფაქტს, რომ რუსები აპირებენ სამხედრო აეროდრომების განთავსებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, -განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე ნალბანდოვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებმა კი თავის კომენტარებში მოუწოდეს რუსეთს, რომელიც მოცემულ სიტუაციაში ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების კონტროლს, არ დააზიანოს ისტორიული ძეგლები ამ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთი შარშანდელი აგვისტოს შემდეგ საუკუპაციო ძალებით ჩადგა და უკან არ იხევს. მის მიერ კონტროლირებადი რეჟიმი კი, ედუარდ კოკოითის რეჟიმი, პრეტენზიას დამატებით ტერიტორიებზე აცხადებს. მას თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის თრუსოს ხეობის მიერთება სურს. ”ეს არის ოსური მიწა, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო საბჭოთა დროს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ადმინისტრაციულ მმართველობაში გადავიდა. დღეს უნდა დადგეს ამ მიწების ოსეთისთვის დაბრუნების საკითხი”, - აცხადებს ის. თრუსოს ხეობა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის, უღელტეხილ თრუსოდან სოფელ კობამდე. ეს არის ისტორიული დვალეთი, სადაც მოხევეების გვერდით ოსები ცხოვრობდნენ. ამ ტერიტორიაზე სეპარატისტული რეჟიმი შარშანაც აცხადებდა პრეტენზიას და არამარტო ამ ტერიტორიაზე: აგვისტოს ომის შემდეგ კოკოითი ბორჯომ-ბაკურიანის დიდ ოსეთთან მიერთების გეგმაზეც ლაპარაკობდა.