საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან საქართველოში საფოსტო გზავნილების დაბეგვრის რეჟიმი შეიცვლება. ცვლილებების თანახმად, ადრინდელი 1500 ლარის ნაცვლად, 300 ლარზე მეტი ღირებულების საფოსტო გზავნილი დაბეგვრას დაექვემდებარება. პარალელურად, გამკაცრდა საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ფიზიკური პირების დაბეგვრა.
ათი აგვისტოდან საქართველოში უცხოეთიდან ფოსტით გამოგზავნილი 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია ჩვეულებრივი იმპორტის საგადასახადო რეჟიმში ექცევა. საგადასახადო კოდექსის ამ ცვლილების მიზეზად ის დასახელდა, რომ 1500 ლარიანი ზღვარის არსებობის პირობებში ბევრმა მოქალაქემ უცხოურ ინტერნეტმაღაზიებში პროდუქციის შეძენა და საქართველოში რეალიზება ბიზნესად აქცია. კანონმდებლებს სურთ, თანაბარ პირობებში ჩადგეს ყველა, ვინც ეკონომიკური საქმიანობისთვის სხვა ქვეყნიდან იმპორტს ახორციელებს.
ანალოგიური მიზეზით აიხსნა საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ფიზიკური პირების დაბეგვრის გამკაცრებაც. ასეთი ცვლილებებით, ძირითადად, უკმაყოფილო დარჩნენ ის მოქალაქეები, რომლებიც სარფის საბაჟო პუნქტით სარგებლობენ.
„პირველად ვიყავი, პირველად, და მიაქვთ ტერმინალში. სამასი ლარის საქონელი მომაქვს და, ალბათ, 400 ლარს გადამახდევინებენ. აქ არის საგიჟეთი.“
თანახმად საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის ბრძანებისა, რომელიც 18 ივნისს ამოქმედდა, ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ იმპორტის განხორციელება 30 კალენდარული დღის განმავლობაში ერთხელ. მინისტრის ამ ბრძანებას არაფრად აგდებენ და ყველა მოქალაქის დაბეგვრას ცდილობენ. ამაში თავად დარწმუნდა რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი აქტივისტი ხათუნა სამნიძე, რომელმაც საქართველო-თურქეთის საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა:
„მებაჟეები მოტყუებით, მუქარით აიძულებენ მოქალაქეებს განაბაჟონ იმპორტირებული საქონელი, რომელიც არ განეკუთვნება დაბეგვრას.“
ფინანსთა სამინისტრო შექმნილ მდგომარეობაზე კომენტარს თავს არიდებს. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლაშა თორდიას განცხადებით კი, ბევრმა საზღვარგარეთ პირადი მოხმარების ნივთების შეძენა კომერციულ საქმიანობად აქცია, რამაც ადმინისტრირების გამკაცრება გამოიწვია:
„თუ აქ ჩვენ საქმე გვაქვს რაიმე სახის გადაცდომასთან, რომელიც კანონით არ არის განსაზღვრული, ყველა უფლებამოსილია გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში.“
საზღვარგარეთ პირადი სარგებლობისთვის ნივთების შეძენა და საქართველოში შემოტანა მართლაც მცირე ბიზნესად იქცა მოქალაქეთა ერთი ნაწილისთვის. ბოლო დროს კი საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობლად იკლო. ასეთი ვითარება ეკონომიკის ექსპერტებს - მათ შორის, დავით ნარმანიასაც - აფიქრებინებს, რომ მთავრობამ საბაჟო ადმინისტრირებისა თუ საფოსტო გზავნილების დაბეგვრის გამკაცრება საგადასახადო შემოსავლების მობილიზების მიზნით გადაწყვიტა.
ათი აგვისტოდან საქართველოში უცხოეთიდან ფოსტით გამოგზავნილი 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია ჩვეულებრივი იმპორტის საგადასახადო რეჟიმში ექცევა. საგადასახადო კოდექსის ამ ცვლილების მიზეზად ის დასახელდა, რომ 1500 ლარიანი ზღვარის არსებობის პირობებში ბევრმა მოქალაქემ უცხოურ ინტერნეტმაღაზიებში პროდუქციის შეძენა და საქართველოში რეალიზება ბიზნესად აქცია. კანონმდებლებს სურთ, თანაბარ პირობებში ჩადგეს ყველა, ვინც ეკონომიკური საქმიანობისთვის სხვა ქვეყნიდან იმპორტს ახორციელებს.
ანალოგიური მიზეზით აიხსნა საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ფიზიკური პირების დაბეგვრის გამკაცრებაც. ასეთი ცვლილებებით, ძირითადად, უკმაყოფილო დარჩნენ ის მოქალაქეები, რომლებიც სარფის საბაჟო პუნქტით სარგებლობენ.
მებაჟეები მოტყუებით, მუქარით აიძულებენ მოქალაქეებს განაბაჟონ იმპორტირებული საქონელი, რომელიც არ განეკუთვნება დაბეგვრას.