რა კრიტერიუმებით აირჩევენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს?

ლევან გახელაძე

3 აგვისტოს იწურება განაცხადების შეტანის ვადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. რა იქნება სამეურვეო საბჭოს პრიორიტეტები ახალი გენერალური დირექტორის არჩევისას? რამდენად გამჭვირვალე იქნება ეს პროცესი? ამ საკითხებზე ნიკო ნერგაძე ესაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძეს და თავდაპირველად სთხოვა შეეფასებინა, თუ რა გაკეთდა პირველ არხზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში.