ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება იმდენად დრამატულად იცვლება, რომ გარეშე თვალს უჭირს გაერკვეს, რა ხდება სინამდვილეში. ერთი მხრივ, რუსეთის ფედერალურმა ხელისუფლებამ დასრულებულად გამოაცხადა ანტიტერორისტული ოპერაცია ჩეჩნეთში, ხოლო მოგვიანებით შეიარაღებული წინააღმდეგობის შეწყვეტა გამოაცხადა დევნილობაში მყოფმა ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ახმედ ზაკაევმა; მეორე მხრივ კი, იატაკქვეშა წინააღმდეგობა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ტერიტორიაზე ძლიერდება, რასაც ბოლო ხანს მომხდარი რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი ტერაქტი მოწმობს.
გაზაფხულზე, როდესაც ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურმა რამზან კადიროვმა კრემლს ანტიტერორისტული კამპანიის დასრულება უპატაკა, მან ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ რას უმზადებდა ყოფილი თანამებრძოლი და ჩეჩნეთის იატაკქვეშა მოძრაობის ლიდერი დოკუ უმაროვი. აპრილის ბოლოს დოკუ უმაროვმა თავი ჩრდილოეთ კავკასიის ყველა მებრძოლის ამირად გამოაცხადა და ტერორისტული ბრძოლის გზა აირჩია, ამბობს ასლან დუკაევი, რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის დირექტორი. ეს არის კონფლიქტის სულ სხვა ასპექტი, რომელსაც, დუკაევის თქმით, არაფერი აქვს საერთო ოსლოში მიღწეულ შეთანხმებასთან, რაც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული წინააღმდეგობის მოძრაობის შეწყვეტას გულისხმობს:
“ეს უკავშირდება ჩეჩნეთის კონფლიქტის სხვა ასპექტს. კერძოდ, ექსტრემისტ მებრძოლთა რამდენიმე ჯგუფი ძალიან რადიკალურად არის განწყობილი. ცოტა ხნის წინ დოკუ უმაროვმა თავი გამოაცხადა ჩრდილოეთ კავკასიის ყველა მებრძოლის ამირად და აღადგინა ორგანიზაცია “რიადუს სალიჰინი”, რომელიც თავის დროზე ჩეჩენ სეპარატისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა, შამილ ბასაევმა, დააარსა. ეს არის წმინდა წყლის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ ტერორისტული საქმიანობით, შეტევების მოწყობით, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და თვითმკვლელების გამოყენებით და ასე შემდეგ.”
სწორედ დოკუ უმაროვის ტერორისტულ ჯგუფ “რიადუს სალიჰინს” მიაწერეს ინგუშეთის პრეზიდენტზე 22 ივნისს მოწყობილი ტერაქტი, რომლის დროსაც იუნუსბეკ ევკუროვი მძიმედ დაიჭრა, ხოლო მისი ორი მცველი დაიღუპა. მოსკოვში სასწრაფო წესით გამოძახებულმა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა პრეზიდენტ მედვედევს პირობა მისცა, რომ “ტერორიზმს ბოლოს მოუღებდა”, მაგრამ 26 ივლისს ტერორისტული თავდასხმა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს ცენტრში მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც ცენტრალურ თეატრში შესვლას ცდილობდა, დაახლოებით 2 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, ტროტილი, მოიყვანა მოქმედებაში მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მას გზა გადაუჭრეს. ძლიერი აფეთქების შედეგად, ჩეჩნეთის მილიციის 4 მაღალი რანგის ოფიცერი და კიდევ ორი მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან ერთი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქე უნდა ყოფილიყო. რამზან კადიროვმა ხელი კვლავ დოკუ უმაროვისკენ გაიშვირა და განაცხადა, რომ დამნაშავეებს მკაცრად გაუსწორდება. თუმცა კრემლის პოლიტიკას როცა აანალიზებს, ასლან დუკაევს, რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის დირექტორს, რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი “ხანძრის ჩაქრობას ბენზინით სავსე ბალონით ცდილობს”:
“ეს ვითარება, მეორე მხრივ, ასახავს რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების საკმაოდ დიდ სასოწარკვეთას, რადგან ვითარება, მართლაც, გამოდის კონტროლიდან ინგუშეთშიც და, ბოლო ხანს, ჩეჩნეთშიც. ხოლო ზომები, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება მიმართავს, ბენზინის ბალონით სირბილს და ცეცხლის ჩაქრობის მცდელობას ჰგავს. ბოლო დროის სამხედრო მოქმედებების ესკალაციისა და სხვადასხვა თავდასხმების გამო უდიდესი პასუხისმგებლობა თავად კადიროვმა უნდა იკისროს, იმიტომ რომ ეს რეჟიმი, ე.წ. “კადიროვშჩინა”, რაც ჩეჩნეთში დამყარდა, ბევრ ადამიანს სწორედ იმისკენ უბიძგებს, რომ დატოვონ ოჯახები, დატოვონ სამუშაო და ტყეს მიაშურონ. “
26 ივლისს გროზნოს ცენტრში მოწყობილი აფეთქება დაემთხვა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებისა და დევნილობაში მყოფი მთავრობის მეთაურის, ახმედ ზაკაევის, მოლაპარაკებებს. როგორც რუსული გაზეთი “კომერსანტი” იუწყება, ახმედ ზაკაევმა განაცხადა, რომ იჩქერიის წინააღმდეგობის ძალები 1 აგვისტოდან წყვეტენ თავდასხმებს ჩეჩნეთის მილიციაზე. თუმცა, როგორც ასლან დუკაევი ფიქრობს, იმისათვის, რომ ჩეჩნეთში და მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება განიმუხტოს, სამართლიანობის აღდგენა და განუკითხაობის შეწყვეტაა საჭირო:
“ჩრდილოეთ კავკასიის ყველა პრობლემის საფუძველი უსამართლობაა - უსამართლობა ხელისუფლებისა, უსამართლობა სოციალურ ურთიერთობებში, უსამართლობა ფედერალურ ცენტრსა და რეგიონებს შორს. ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება. ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა ამ ვითარებით და ის საკუთარ უკმაყოფილებას ასეთი ფორმით გამოხატავს. ამიტომ კრემლმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს პრობლემის გადაჭრის რაღაც ახალი პროგრამა. ჩემთვის რომ ეკითხათ, მე მათ ვურჩევდი, დაიწყეთ იმით, რომ მიეცით ხალხს უფლება, კვლავ აირჩიონ საკუთარი ხელმძღვანელები; მიეცით მათ თუნდაც იმის უფლება, აირჩიონ საკუთარი ლიდერები-მეთქი.”
მაგრამ როდის მიეცემა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოსახლეობას თავისუფალი არჩევნების უფლება, ძნელი სათქმელია. ჩეჩნეთის მოქმედი პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელიც ამ პოსტზე საქმიანობას 2007 წლიდან შეუდგა, ჩეჩნეთის მოსახლეობას არ აურჩევია. კადიროვმა ეს პოსტი კრემლის ხელდასხმით დაიკავა მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ალუ ალხანოვმა. კადიროვი ამჟამად მხოლოდ 32 წლისაა და, როგორც ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ დასავლურ გამოცემას განუცხადა, ჩეჩნეთის პრეზიდენტობას 2019 წლამდე აპირებს.