სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ისევ აპირებენ შეხვედრას

სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ისევ აპირებენ მოლაპარაკების გამართვას შემოდგომაზე მას შემდეგ, რაც გუშინ მოსკოვში იმსჯელეს მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტზე. სამხეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი სომეხი კოლეგა სერჟ სარქსიანი ოქტომბერში შეხვდებიან ერთსმანეთს. გუშინდელ შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი მასპინძლობდა.