ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ კინოკომპოზიტორს, ცნობილ ჯაზმენს ჯონი მენდელს საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, მენდელის შედევრი ”შენი ღიმილის ჩრდილი” (”The shadow of your smile“), ფრენკ სინატრას შესრულებით, მუსიკის მოყვარულთა უკლებლივ ყველა თაობას უყვარს. არა აქვს მნიშვნელობა, რომ ავტორის გვარი მსუბუქი მუსიკის ზოგიერთ მოყვარულს არ ახსოვს - სამწუხაროდ, ასეთია ბევრი პოპულარული მელოდიის ხვედრი. ფილმების საუნდტრეკების გარდა, მენდელმა მსოფლიოში პოპულარული სიმღერების და ჯაზური ნაწარმოებების ავტორობით გაითქვა სახელი. თავისი ბოლო, რიგით ორმოცდამეშვიდე, ფილმი 83 წლის კომპოზიტორმა შარშან გააფორმა. თანამედროვე კინოს ისტორიაში მისი გვარი ნინო როტას, ჰენრი მანჩინის, ენიო მორიკონეს, ჯონ ვილიამსის, მორის და ჟან-მიშელ ჟარების გვარების გვერდით მოიხსენიება. სიმართლე გითხრათ, ჩემში გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ, მათგან განსხვავებით, ჩემი დღევანდელი სიუჟეტის გმირი ”ოსკარის” პრემიას ვერ ეღირსა, თუმცა მას სამჯერ აქვს მიღებული ”გრემი”. თავისი ხანგრძლივი შემოქმედებითი კარიერის მანძილზე ჯონი მენდელი, ფრენკ სინატრას გარდა, თანამშრომლობდა პეგი ლისთან, ანიტა ო’დეისთან, შირლი ჰორნთან, კაუნტ ბეისისთან. ამ უკანასკნელის ბიგ-ბენდისთვის კომპოზიტორმა თავის დროზე არანჟირება გაუკეთა ბევრ საესტრადო და ჯაზურ ჰიტს. ზემოთ ნახსენები მისი სიმღერა, ფრენსის ვებსტერის ტექსტზე ”The shadow of your smile“, ცნობილია როგორც სიყვარულის თემა ფილმიდან ”The Sandpiper”, რომელიც 1965 წელს ეკრანზე გამოვიდა. დიდი ფრენკ სინატრას ცნობილ შესრულებამდე ოდნავ ადრე ეს ჰიტი სახელგანთქმულმა მომღერალმა ტონი ბენეტმა იმღერა. ჩემი აზრით, ტონის ინტერპრეტაციაც მშვენიერია.
ჯონი მენდელი 1925 წლის 23 ნოემბერს დაიბადა ნიუ-იორკში. მუსიკალური განათლება მეგაპოლისის ორ პრესტიჟულ სამუსიკო სასწავლებელში - ”მანჰეტენ სკულში” და ”ჯულიარდში” - მიიღო. 1944 წელს მენდელი, როგორც მესაყვირე, ცნობილ ჯაზურ მევიოლინე ჯო ვენუტისთან ერთად გამოდიოდა, მომდევნო წლებში კი ბოიდ რებერნის, ჯიმი დორსის, ბადი რიჩის, ჯორჯ ოლდის და ჩაბი ჯექსონის ორკესტრებში ტრომბონზე უკრავდა. კიდევ უფრო მოგვიანებით ის სხვადასხვა კოლექტივებში მომღერლების აკომპანიატორად და მეარანჟირედ მუშაობდა. გარდა ამისა, მენდელი გამუდმებით წერდა ჯაზურ კომპოზიციებს, რომლებსაც სტენ გეტცი, ჩეტ ბეიკერი და ვუდი ჰერმანის და კაუნტ ბეისის ბიგ-ბენდები ასრულებდნენ. 1958 წლიდან ის იწყებს კინო და ტელეფილმების მუსიკალურ გაფორმებას. მისი ყველაზე პოპულარული კომპოზიციების სიაში შედის მუსიკალური თემები სატელევიზიო სერიალიდან ”თვითმკვლელობა უმტკივნეულოა”, ფილმებიდან ”The Sandpiper” (უკვე ნახსენები ”The shadow of your smile“), ”აგატა” და სხვ. საერთოდ, მსუბუქი მუსიკის სფეროში მენდელის კალამს უამრავი ნაწარმოები ეკუთვნის. გამოგიტყდებით, რომ კომპოზიტორის სიმღერებიდან მე ყველაზე მეტად მიყვარს "Close Enough for Love" (”სიყვარულთან საკმაოდ ახლოს”), ფილმიდან ”აგატა”, რომელიც რეჟისორმა მაიკლ ეპტიდმა ცნობილი მწერლის აგატა კრისტის ცხოვრების იდუმალებით მოსილ ხანმოკლე პერიოდს მიუძღვნა.
შვედურ-ნორვეგიული წარმოშობის გამოჩენილ ამერიკელ მომღერალს პეგი ლის იმდენად უყვარდა ეს სიმღერა, რომ თავის სხვადასხვა წლებში გამოცემულ ბევრ ალბომში ჩართო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჯონი მენდელის მიერ მუსიკალურად გაფორმებულ მაიკლ ეპტიდის ფილმში მთავარ როლებს დასტინ ჰოფმანი, ვანესა რედგრეივი და ტიმოთი დალტონი თამაშობდნენ.