გაეროს ბავშვთა ფონდმა და შვედეთის მთავრობამ, იძულებით ადგილნაცვალ პირთა კოლექტიურ ცენტრებსა და დასახლებებში წყლით უზრუნველყოფისა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროექტი დაიწყეს. შვედეთის მთავრობის მიერ 2 მილიონი ევროთი დაფინანსებული პროექტი საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და „იუნისეფის“ წარმომადგენლებმა დღეს გორში წარადგინეს. გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურმა დირექტორმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სტივენ ალენმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ახალი პროექტი იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, რომელთა 47%-ს ნორმალურ სასმელ წყალსა და სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე ხელი არ მიუწვდება, ამ პრობლემას სრულად მოუგვარებს.
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს რეგიონალური დირექტორის მარია ისრაელსონის განცხადებით, სიღარიბის და ჰიგიენურ-სანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად, შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებლად თანამშრომლობს.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანის შეფასებით, „იუნისეფისა“ და შვედეთის მთავრობის დახმარება იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მნიშვნელოვანია. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა, პარტნიორების დახმარებით, დევნილთა ახალ დასახლებებში წარმოქმნილ პრობლემებს ნაბიჯ-ნაბიჯ აგვარებს.
შვედეთის განვითარების სააგენტოსა და „იუნისეფის“ პროექტი, ინფრასტრუქტურის მოწყობის გარდა, თემის მობილიზაციას და ჰიგიენური საკითხების აქცენტირებასაც გულისხმობს, რათა დევნილებს წყლით გამოწვეული დაავადებების შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ.