რა ითქვა რეალურად მოსკოვში და რას ნიშნავს ეს თანამედროვე მსოფლიოსთვის?

ბაკურ კვაშილავა (მარცხნივ) და რამაზ საყვარელიძე

ამ დღეებში მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებდა თვალს აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, ვიზიტს მოსკოვში, მის შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან თუ ოპოზიციის ლიდერებთან. უკვე ძალიან ბევრი ითქვა და კიდევ დიდხანს გაგრძელდება ამ შეხვედრებზე მსჯელობა.

აშშ-რუსეთის სამიტზე, მის შედეგებზე, რა თქმა უნდა, საქართველოშიც საუბრობენ. მსჯელობა გრძელდება რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთანაც. მოსკოვში ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის თაობაზე პოლიტიკის ექსპერტებს, რამაზ საყვარელიძესა და ბაკურ კვაშილავას, მარინა ვაშაყმაძე ესაუბრება.