მოსკოვში ვიზიტის მეორე დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კიდევ ერთხელ შეეხო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თემას. თავის გამოსვლაში, რომელიც ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შეეხებოდა, ობამამ რუსეთის მისამართით გაიმეორა, რომ სახელმწიფოები პატივს უნდა სცემდნენ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ადამიანის უფლებებსა და კანონებს.
ობამას, რომელმაც მოსკოვში ჩასვლამდე კრიტიკული განცხადებები გააკეთა პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მისამართით, 7 ივლისს პირდაპირ აღარ გაუკრიტიკებია კრემლი. თუმცა, მოსკოვის ეკონომიკის სკოლაში გამოსვლის ნაწილი საკმაოდ ბევრ მინიშნებას შეიცავდა კრემლის მისამართით.
ბარაკ ობამას თქმით, ამერიკა სრულყოფილი არ არის, მაგრამ მისი პოლიტიკური სისტემა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს თანაბარ უფლებებს ანიჭებს, მედია თავისუფალია, ხოლო კონკურენტუნარიანი არჩევნები ლიდერების პასუხისმგებლობას განაპირობებს.
"მთავრობა, რომელიც საკუთარ ხალხს ემსახურება", განაცხადა სტუდენტთა წინაშე გამოსვლისას ობამამ, "სიცოცხლისუნარიანია და წარმატებებს აღწევს. მთავრობა, რომელიც მხოლოდ საკუთარი ძალაუფლებისათვის ზრუნავს - ვერა." ამ კონტექსტში აშშ-ის ლიდერი შეეხო საქართველოს, რომლის ტერიტორიების ანექსიას რუსეთის მიერ მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობათა გაყინვა მოჰყვა: "სახელმწიფოს სუვერენიტეტი - საერთაშორისო სამართლის ქვაკუთხედი უნდა იყოს. ისევე, როგორც ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს საკუთარი ლიდერები, ასევე უნდა ჰქონდეთ უფლება, დაიცვან საკუთარი საზღვრები და გაატარონ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ეს ჭეშმარიტებაა როგორც რუსეთისათვის, ასევე შეერთებული შტატებისათვის. ნებისმიერი სისტემა რომელიც უარს იტყვის ამ უფლებებზე, ანარქიისთვის არის განწირული. ამიტომაა, რომ ეს პრინციპი ყველა ქვეყნის შემთხვევაში უნდა განვახორციელოთ, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაშიც."
ბარაკ ობამამ დასძინა, რომ საჭიროა ძველი შეხედულებებისგან გათავისუფლება და დაპირისპირებიდან თანამშრომლობაზე გადასვლა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა, რასაც ხელი უნდა შეუწყოს რუსეთისა და შეერთებული შტატების მჭიდრო თანამშრომლობამო, თქვა თეთრი სახლის მესვეურმა. "ეს არ იქნება იოლი", იქვე დასძინა მან. "რთულია, განავითარო გრძელვადიანი პარტნიორობა ყოფილ მეტოქეებს შორის, რთულია შეცვალო ქცევის წესი, რომელიც ათწლეულობის მანძილზე ჩამოყალიბდა ჩვენს მთავრობებში და ბიუროკრატიულ აპარატებში. მაგრამ მჯერა, რომ ამ ათასწლეულის ბევრ ფუნდამენტურ საკითხში ამერიკელები და რუსები ერთ პოზიციაზე დგანან, რაც კარგი საფუძველია თანამშრომლობისთვის."
მოსკოვის ეკონომიკურ სკოლაში გამოსვლამდე ბარაკ ობამა შეხვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს. ამ შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს რუსეთის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, იური უშაკოვის ინფორმაცია საქართველოსთან დაკავშირებით, თითქოს პუტინთან მოლაპარაკებებზე, აშშ-ის პრეზიდენტი დაჰპირდა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარეს, რომ თავის საგარეო პოლიტიკაში ვაშინგტონი გაითვალისწინებს რუსეთის პოზიციას უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით. თუმცა, განსხვავებულ ცნობას ავრცელებს გერმანიის საინფორმაციო სააგენტო DPA, რომლის თანახმად პრეზიდენტმა ობამამ პუტინთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კვლავაც არსებობს უთანხმოება საქართველოს საკითხში. ამ ცნობას DPA-ს სააგენტო აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.