დღევანდელ პრესაში გრძელდებოდა საუბარი პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, ოპოზიციის დაფინანსების პრობლემებსა და ლიდერების შეხვედრებზე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
”რამდენიმე თვის წინ სააკაშვილი თავად იყო პინჩუკის სახლში სტუმრად”,- უთხრა ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ ინტერვიუში გაზეთ „რეზონანსს“. - გაკეთდა განცხადება, რომ პინჩუკი არის რუსეთის პრემიერ-მინისტრის უახლოესი მეგობარი. მართლა ასეა? - ჰკითხა ნინო ბურჯანაძეს „რეზონანსმა“. – „ძალიან კარგი, თუ პუტინის უახლოესი მეგობარია ვინმე. ვისი საქმეა, ვინ ვისი მეგობარია, ვის შევხვდები და ვის არა? “ - უპასუხა ნინო ბურჯანაძემ და განაგრძო: „ სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანთან სტუმრობას დიდ პატივად თვლიდა მიხეილ სააკაშვილი და რამდენიმე თვის წინ მისი პირადი სტუმარი იყო. და თუ რაიმე მიუღებელია ამ ადამიანში, რას გარბოდა მისი დაპატიჟებით პოლ მაკარტნის კონცერტზე კიევში? ” - განუცხადა გაზეთს ნინო ბურჯანაძემ.
გაზეთი „ვერსია“ კი დღეს მემარჯვენე მამუკა კაციტაძესთან ინერვიუს ბეჭდავს. მან გაზეთს განუცხადა, რომ “ხელისუფლებას უნდა შეთხზას რაღაც მითი, რათა ძირითადი თემები გადაიტანოს მეორე პლანზე. ოპოზიციის ლიდერი შეხვდა ვინმე პინჩუკს. ეს მომენტი არ იყო ცუდი. ამიტომ იგი დააკავშირეს კუჩმას - ანუ გამოვიდა, პინჩუკი, კუჩმას სიძე. ეს კი უკვე ცუდია. გაჩნდა ასეთი ხელოვნური სტატუსები: კუჩმას სიძე, ფიდელ კასტროს ნათლიის შვილი და ა.შ. დღეს ქართული საზოგადოება უნდა მსჯელობდეს და ფიქრობდეს იმაზე, რომ საგარეო პოლიტიკაში სრული ფიასკო გვაქვს, გაერო-ს რეზოლუციაში აფხაზეთი და საქართველო ერთ კონტექსტში აღარ მოიხსენიება, ჩვენთან აღარ არის გაერო-ს მისია, განიხილება ევროკავშირის მისიის შეწყვეტიის საკითხიც. ჩვენი ქვეყანა მსოფლიოსგან გარიყული აღმოჩნდება, ტერიტორიები გამუდმებით იკარგება. აი, ამაზე უნდა საუბრობდეს საქართველოს მოსახლეობა და არა პინჩუკსა და თარგამაძეზე”, - აცხადებს მამუკა კაციტაძე გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ამ თემაზე დღეს „ახალი თაობაც“ საუბრობს ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუში. პუბლიკაციის სათაური კი ასეთია: ” ოპოზიციაში ორი ძალიან მდიდარი ადამიანია - ბურჯანაძე და ნოღაიდელი”. ”- არ გამოვრიცხავ, რომ ებრალიძე ხელისუფლების დამფინანსებელი იყოს”, - უთხრა ამ ინტერვიუში არეშიძემ „ახალ თაობას“.
და კიდევ ერთი ინტერვიუ, ამჯერად ექსპერტ ლადო პაპავასთან. „ინტერპრესნიუსის“ ამ ინტერვიუს „საქართველოს რესპუბლიკა“ ბეჭდავს. აი, ერთი ამონარიდი : ”თუ ოპოზიციურ პარტიებში არ გამოიკვეთა საქართველოს მომავალზე რეალური პოლიტიკური ხედვა და მათ საზოგადოებას არ შესთავაზეს ახალი ინიციატივები და წინადადებები, ოპოზიციის სიძლიერეზე საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. მაგალითად, როდესაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო, გამხდარიყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოპოზიციის მხრიდან ყველაზე ძლიერი ნაბიჯი იქნებოდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას დაესახელებინა თავისი წარმომადგენელი - ყველა მინისტრის მოადგილედ. ეს პრაქტიკულად ნიშნავდა მართვასა და მართვის პროცესის გაკონტროლებაში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას. სამწუხაროა, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ამ ინიციატივაში სხვა ოპოზიციურმა ძალებმა არ მიიღეს მონაწილეობა. ნათქვამია, მტყუანს სამარის კარამდე მიჰყევიო. ზურაბიშვილი არ დაინიშნა, მაგრამ მთელი მსოფლიოსთვის უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, როცა ხელისუფლება თანამშრომლობაზე წასულ ოპოზიციას უარით გაისტუმრებდა. სამწუხაროდ, გამბედავ ნაბიჯებზე ოპოზიციური პარტიები ვერ მიდიან. ოპოზიცია თან უმწიკვლობის შენარჩუნებას ცდილობს და თან გარკვეული შედეგის მიღწევას. ასე არ გამოვა“, - ამბობს ექსპერტი ლადო პაპავა ინტერვიუში, რომელსაც „საქართველოს რესპუბლიკა“ ბეჭდავს.