აჰმადინეჟადი აფრიკის კავშირის სამიტს დაესწრება

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დღეს ლიბიას ეწვევა და იქ აფრიკის კავშირის სამიტზე გამოვა. წინასწარი ინფორმაციით, აჰმადინეჟადი სამდღიან სამიტზე უხელმძღვანელებს მაღალი დონის პოლიტიკურ და ბიზნეს დელეგაციას. სამიტზე განსახილველი ძირითადი საკითხი სოფლის მეურნეობაში ინვესტირება იქნება.