"ის, რომ საქართველოსა და აფხაზეთის საზღვარზე არც ერთი ევროპელი დამკვირვებელი არ დარჩება, დასავლეთის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს", - წერს "კომერსანტი". პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის წევრები არ გამორიცხავენ კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების განახლებას.
”კომერსანტის” მიხედვით, სამხედრო მოქმედებების დაწყების საშიშროებაზე ქართველი პოლიტიკოსებიც საუბრობენ. საქართველოში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სამხედრო წვრთნა ”კავკასია - 2009”-ც, იქ მას საშიშ პროვოკაციად განიხილავენო, - წერს გაზეთი.
”კომერსანტი” აღნიშნავს, რომ წვრთნა 6 ივლისამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს ჩადის მოსკოვში ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. სავარაუდოაო, - წერს გაზეთი, რომ საქართველოს ბედი რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის დროს გადაწყდეს.
პუბლიკაციაში მოტანილია ქართველი პარლამენტარის კომენტარი, თუმცა არ არის მითითებული მისი სახელი: ”ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მედვედევთან შეხვედრაზე ობამა საქართველოს გაცვლის, მაგალითად, ავღანეთთან ან ირანთან თანამშრომლობაზე, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამერიკა არ წავა ამაზე თუნდაც თავისი იმიჯის გამო, რადგან, თუ ისინი საქართველოს რუსეთს მისცემენ, მთელ კავკასიას დაკარგავენ.”
მოახლოებული ახალი ომის შესახებ მოსკოვშიც საუბრობენო, - წერს ”კომერსანტი” და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოჰყავს, რომლის თანახმადაც, საქართველო სამხედრო ძალებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან კრებს და ლენინგორის რაიონში შეჭრას აპირებს.
”კომერსანტის” პუბლიკაციაში საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ლევან პირველის კომენტარს წაიკითხავთ: ”საქართველოდან გაეროსა და ეუთოს მისიების გასვლის შემდეგ ძალიან კარგი მომენტი დგება ახალი ომის დაწყებისათვის. ქართულმა ოპოზიციამ საკუთარი დისკრედიტაცია მოახდინა და არ აქვს გამარჯვვების შანსები. სააკაშვილი ახლა სუსტია და, თუ მისგან არ გათავისუფლდებიან, 2013 წლამდე მოუწევთ ცდა, ანუ მას დრო მიეცემა, რომ საქართველო ნატოში შეიყვანოს.”
”კომერსანტი” ამ დღეებში ”ნაბუკოს” გაზსადენის ბედზეც წერდა. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მოსკოვმა მორიგი, საკმაოდ წარმატებული, მცდელობა ჩაატარა იმისათვის, რომ პროექტ ”ნაბუკოს” მნიშვნელობას აზრი დაეკარგოს. ”დმიტრი მედვედევმა და ილხამ ალიევმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებს გაზი რუსეთს მიჰყიდოს. ”რუსეთი აზერბაიჯანისგან გაზის კოლოსალურ მოცულობას იყიდის, მათ შორის, ”შაჰ-დენიზ-2” -ის საბადოდან”, - წერს ”კომერსანტი”.
თუმცა ”გაზეტას” მიხედვით, რუსეთს ჯერ არ მოუგია საბოლოო ბრძოლა აზერბაიჯანის გაზისათვის. უცხოელ ექსპერტებზე დაყრდნობით, ”გაზეტა” წერს, რომ აზერბაიჯანში ვითარება მუდმივად იცვლება. შესაძლოა, მომავალ კვირას ბაქოში ევროკავშირის წარმომადგენლები ჩავიდნენ და აზერბაიჯანმა მათ მისცეს გარანტია, რომ ”ნაბუკოს” გაზს მიაწოდებს. ”ნაბუკო” უფრო პოლიტიკური პროექტია, ვიდრე კომერციული და ევროპა მუდმივად ცდილობს რუსულ გაზზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული. ამიტომ მომგებიანიც რომ არ იყოს, ”ნაბუკო” მაინც აშენდება”, - წერს ”გაზეტა”.