30 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თემურ ლომსაძე, რეპატრიაციის ხელშეწყობის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი. საუბარი შეეხებოდა მაჰამდიანი მესხების რეპატრიაციის პროცესის მიმდინარეობას, სირთულეებს, რომლებსაც რეპატრიაციის მსურველები დოკუმენტების შეგროვებისას აწყდებიან, მათ მიერ განაცხადის წარდგენის ვადის გახანგრძლივების მიზეზებს. ლომსაძე აღნიშნავს, რომ დოკუმენტების წარდგენის ვადის ამოწურვისას, სავარაუდოდ, 70 ათასამდე განაცხადი შეგროვდება, რაც არ ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის ადამიანი ერთდროულად დაბრუნდება სამშობლოში. ლომსაძის თქმით, რეპატრიაციის პროცესი ხანგრძლივი იქნება. თემურ ლომსაძეს ნინო გელაშვილი ესაუბრა: