საქართველოს ნატოში ახალი ელჩი ეყოლება

საქართველოს პარლამენტმა ნატოში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე, ასი ხმით ერთის წინააღმდეგ, დაამტკიცა გრიგოლ მგალობლიშვილის კანდიდატურა. 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის თებერვლამდე მგალობლიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო მანამდე, 2006-2008 წლებში, მუშაობდა საქართველოს ელჩად თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში. ნატოში ელჩის პოსტზე გრიგოლ მგალობლიშვილი რევაზ ბეშიძეს შეცვლის.