”რეზონანსის” რედაქცია შეშფოთებულია ჩვენს ნორვეგიელ კოლეგაზე, რაგნარ სკრეზე, განმეორებით მომხდარი თავდასხმის გამო”, - ვკითხულობთ დღევანდელი ”რეზონანსის” პირველ გვერდზე. პუბლიკაციაში ჟურნალისტი დაწვრილებით აღწერს, როგორ შეუვარდნენ სახლში ნიღბიანი პირები. ნორვეგიელი ჟურნალისტის თქმით, შეიარაღებულმა პირებმა, იარაღის მუქარით, წაიღეს მისი დიქტოფონი, ფოტოკამერა და ჩანაწერები. ”ამ მასალებს შორის, - ამბობს ჟურნალისტი, - ბევრი ექსკლუზიური იყო, მე მათ დაბეჭდვას ვგეგმავდი, ასლები კი, სამწუხაროდ, არ გამაჩნია.”
”კვირის პალიტრა” წერს, რომ ” საქართველოში ე.წ. სახელისუფლებო ბიზნესზე ლაპარაკი ახალი არ არის. გაზეთში ვკითხულობთ, რომ ინფორმაცია, რომელიც ”კვირის პალიტრამ” მოიპოვა, ცესკოს თავმჯდომარის მეუღლის სახელთან დაკავშირებულ კომპანია ”ბი-სი-ჯის” და სახელმწიფოს მიერ მისთვის გადარიცხულ ორ მილიონამდე ლარს ეხება. ”აღსანიშნავია, რომ ”ბი-სი-ჯის” საქმიანობა სატელევიზიო რეიტინგის კვლევებს უკავშირდება, - წერს გაზეთი. - მოგეხსენებათ, ტელევიზია თუ მაღალრეიტინგულია, ის უფრო მეტ რეკლამას, ე.ი.შემოსავალს, იღებს. რამდენად არსებობს დამოუკიდებელი ელექტრონული მედია საქართველოში და ხელისფლების უჩინარი ხელი ერევა თუ არა მისი რეიტინგის კვლევის საქმეში, თავად განსაჯეთო, - წერს გაზეთი და ვრცელ პუბლიკაციას გვთავაზობს, რომლის გაცნობაც დღევანდელ ”კვირის პალიტრაში” შეგიძლიათ.
”რეზონანსი” კი წერს, რომ კახა ბენდუქიძის გუნდის წევრი ზვიად ჭეიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა სამინისტროდან ტყით სარგებლობაზე ლიცენზიების გაცემას კურირებდა, ქართულ-ჩინური კომპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დაინიშნა. ეს კომპანია გაცემული გრძელვადიანი ლიცენზიების 76 %-ს ფლობს და ყველა ლიცენზია სწორედ ჭეიშვილის თანამდებობაზე ყოფნის დროს აქვს აღებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირი დარღვევაა საჯარო სამსახურის შესახებ კანონისა, ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ხდებაო, - წერს ”რეზონანსი” და დასძენს: ”ის, რომ საქართველოში ტყით სარგებლობაზე გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემაზე საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანია და, რაც მთავარია, ყველა დარღვევის კვალი ბენდუქიძემდე მიდის, ახალი ამბავი არ არის. ”
“გავრცელდა ინფორმაცია ჯონ ბასის საქართველოში ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით”, - აღნიშნავს “კვირის პალიტრა”. გაზეთთან ვრცელ ინტერვიუში პოლიტოლოგი კახა კაციტაძე ამ დანიშვნის შესახებაც საუბრობს:
” თავისთავად ეს ფაქტი, პირველ რიგში, იმაზე მეტყველებს, რომ ჯონ ბასს აქამდე საქართველოზე არ უმუშავია და, შესაბამისად, მას ქართული პოლიტიკური ელიტის მიმართ წინასწარ ჩამოყალიბებული სტერეოტიპი არ გააჩნია. რაც შეეხება მის სამსახურებრივ გამოცდილებას, პირდაპირ არ დავუკავშირებდი ამ ფაქტს საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, თუმცა იმას კი გეტყვით, რომ ბატონი ბასის კარიერის უდიდესი ნაწილი კონფლიქტების განმუხტვას უკავშირდება. შესაბამისად, ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ახლა, თქვენ წარმოიდგინეთ, რა ხდება ერაყში - იქ სუნიტებს, შიიტებსა და ქურთებს შორის ისეთი დაპირისპირებაა, ჩვენი ხელისუფლებისა და ოპოზიციის «მტრობა» ბავშვურ თამაშად და იდილიად შეიძლება მოგეჩვენოთ. ჯონ ბასი კი ერაყში, სხვა საკითხებთან ერთად, ამ კონფლიქტების დარეგულირებაზეც მუშაობს. ალბათ, ერთ-ერთი კრიტერიუმი, რითაც ბასი ელჩის თანამდებობაზე შეარჩიეს, სწორედ მისი მედიატორული უნარი გახლავთ”, - მიიჩნევს კახა კაციტაძე.
ამერიკის მომდევნო ელჩის შესახებ ”ახალი თაობაც” წერს. ირაკლი სესიაშვილის თქმით, “ეს არის გზავნილი, რომ უსაფრთხოების სისტემას საქართველოში გაძლიერება სჭირდება. რეალურად მოდის ის პირი, რომელიც უსაფრთხოების სისტემაში კარგად ერკვევა. გამოცდილი ადამიანი მოდის ელჩად. ჯონ ტეფტს კი ვადა დაუმთავრდა და იმიტომ მიდის. არამც და არამც არავინ იფიქროს, იმიტომ მიდის ტეფტი, რომ არასწორი განცხადება გააკეთა. - ასე არ არის”, - უთხრა ახალ თაობას ირაკლი სესიაშვილმა.