რადიოჟურნალი. 788-ე გამოშვება

30-იანი და 40-იანი წლების მსხვერპლთა მემორიალი ყაზახეთში

"მეათე სტუდიაში" ვიმსჯელებთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის ანგარიშზე ტრეფიკინგის შესახებ, რომელსაც საქართველოში მოღვაწე ექსპერტები ობიექტურს უწოდებენ; ვისაუბრებთ საქართველოდან გასახლებულ მაჰმადიან მესხებზე, რომელთაც მალე ეწურებათ სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო საბუთების ჩაბარების ვადა; მოგითხრობთ წიგნზე "ალჟირის ტყვეები", რომელიც ერთობლივად გამოსცეს საზოგადოება "მემორიალმა" და ჰაინრიხ ბიოლის სახელობის ფონდმა და რომელსაც არაფერი აქვს საერთო სახელმწიფო ალჟირთან ან მის ამავე სახელწოდების დედაქალაქთან; გაგაცნობთ რადიო თავისუფლების კავკასიის ექსპერტის, ლიზ ფულერის ანალიტიკურ სტატიას იმაზე, თუ რამდენად დააჩქარა ჩეჩენი ზომიერი ლიდერის სიკვდილმა ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ტრანსფორმაცია.