"მეათე სტუდიაში" ამჯერად 20 წლის წინანდელ ამბებს გავიხსენებთ: 1989 წლის ივნისს, როცა - კომუნისტურ ბლოკში პირველად! - ნაწილობრივ თავისუფალი არჩევნები გაიმართა პოლონეთში. ამის შემდეგ, რეგიონში კომუნისტური რეჟიმის დემონტაჟი უკვე ძალიან სწრაფად გაგრძელდა. მაგრამ კომუნისტურ რეჟიმთან გადამწყვეტი ბრძოლა გაცილებით უფრო ადრე დაიწყო - ისიც პოლონეთში, პროფკავშირული ორგანიზაცია “სოლიდარობის” შექმნით, რომელიც ათ მილიონამდე პოლონელს აერთიანებდა. მოისმენთ, როგორ აფასებენ "სოლიდარობის" დამსახურებას, 20 წლის წინანდელი საპარლამენტო არჩევნების როლს. ასე რომ, "მეათე სტუდია" დღეს ერთ საკითხს ეძღვნება: კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლას, რომელშიც წამყვანი როლი პოლონეთმა შეასრულა.
რადიოჟურნალში გიამბობთ პრაღაში გამართულ “თავისუფლების ზეიმზე” და თბილისში, პოლონეთის საელჩოს ინიციატივით მოწყობილ ერთ გამოფენაზე. 20 წლის წინანდელ ამბებს ორი პოლონელიც გაიხსენებს: ერთი - იმ მღელვარე მოვლენების შემოქმედი, მეორე კი, უბრალოდ, პატარა პოლონელი გოგონა.