ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ”გაზპრომი” ძალიან ძლიერი კომპანია იყო, მაგრამ მას შემდეგ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ”გაზპრომი” ჯერ კიდევ შედის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების სიაში, მაგრამ 2008 წლის შემდეგ მისი ღირებულება განახევრდა და ჰორიზონტზე კიდევ უფრო მეტი პრობლემა ჩანს.
2009 წელი მძიმე აღმოჩნდა რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი გაზის კომპანია ”გაზპრომისათვის.”
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ კომპანია მსოფლიოში, ღირებულებით, მესამე იყო - ის 350 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ახლა კი ის ორი მესამედით შემცირდა - გაზეთ ”მოსკოუ ტაიმსის” თანახმად, ახლა მისი ღირებულება 120 მილიარდია და ის, მსოფლიოს მასშტაბით, მეორმოცე კომპანიად იქცა.
როგორც ჩანს, კომპანიის სირთულეები ამით არ დამთავრდება. 2 ივნისს რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურებმა ”გაზპრომს” დაავალეს, თავისი საექსპორტო მილსადენები გაზის დამოუკიდებელ მწარმოებლებს გაუყოს.
იტალიაში განთავსებული ანალიტიკური ჯგუფის, equilibri.net-ის ექსპერტის, ფედერიკო ბორდონაროს თქმით, ამ პრობლემების ნაწილის წინასწარ განჭვრეტა შესაძლებელი იყო:
”პირველ რიგში, [”გაზპრომმა”] უზარმაზარი მოგება ნახა ბოლო წლებში ნავთობის და გაზის გაძვირებისგან. მაგრამ 2008 წლის შუისკენ ეს ტენდენცია დრამატულად შეიცვალა, რაც ”გაზპრომისთვის” უდიდესი დარტყმა იყო. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი კი ”გაზპრომის” საინვესტიციო სტრატეგია გახლავთ, რომელიც, ალბათ, მას დიდად არ წაადგა. იმის ნაცვლად, რომ ფული ტექნოლოგიებში, განახლებასა და სისტემის მოვლაში ჩაედოთ და გადანაწილების პოლიტიკა ეწარმოებინათ, უკანასკნელ წლებში ისინი სხვა საქმეებით იყვნენ დაკავებული: კომპანიების შესყიდვით, თავიანთი მასშტაბების გაზრდით და ისეთი შეთანხმებებით, რომლებიც ყოველთვის გამჭვირვალე არ იყო. მათ ნდობა დაკარგეს, კრიზისის მუქარით გამოვიდნენ და წლის დასაწყისში რუსეთ-უკრაინის კრიზისში რეალურადაც ჩაერთვნენ.”
ბორდონაროს თქმით, ამგვარი საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად, კომპანიას 4 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი დაედო, რომელიც კიდევ უფრო იზრდება. ამას თან ერთვის ის ფაქტორი, რომ ”გაზპრომის” მილსადენთა სისტემა, რომლის დიდი ნაწილიც რუსეთშია, ძველდება და განახლებას საჭიროებს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ”გაზპრომს” შეექმნა, უკავშირდება გასულ წელს მიღწეულ შეთანხმებებს შუა აზიის ქვეყნებთან - ყაზახეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან. შარშან, გაზის ფასის ზრდის ფონზე, ”გაზპრომი” შუა აზიის სამ ქვეყანას დაპირდა, რომ მათ ბუნებრივ აირში ”ევროპულ ფასებს” გადაიხდიდა. თავდაპირველად ეს შეთანხმება რუსეთში ბევრმა წარმატებულად მიიჩნია, ვინაიდან ამით შეფერხდა ევროკავშირის ინიციატივები ალტერნატიული მილსადენების შევსების თაობაზე - მილსადენების, რომლებმაც ევროპას გაზი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით უნდა მიაწოდონ.
მაგრამ ეს ”ევროპული ფასები”, რომელიც ერთ დროს ათას კუბურ მეტრ გაზზე 400 დოლარსაც კი მიუახლოვდა, მას შემდეგ 300 დოლარზე ნაკლები გახდა და, როგორც ვარაუდობენ, წლის ბოლომდე 200 დოლარამდე დაიკლებს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპაში ექსპორტს რუსეთისთვის ნაკლები მოგება მოაქვს, მაშინ როდესაც რუსეთის მილსადენები შუა აზიის ქვეყნებიდან ზოგჯერ საეჭვო პირობებით იმპორტირებული გაზით არის სავსე.
თურქმენეთმა, მაგალითად, შეთანხმება თავისებურად აღიქვა - რომ ”გაზპრომმა” ის ”ევროპული ფასი” უნდა გადაიხადოს, რომელიც თურქმენეთთან შეთანხმების მიღწევის მომენტში მოქმედებდა.
ენერგეტიკის კვლევის ოქსფორდის ინსტიტუტის პროფესორი, ჯონათან სტერნი, ”გაზპრომის” დღევანდელ სიტუაციას ასე აღწერს:
”ახლა ”გაზპრომი” უნდა შეტრიალდეს, - და ეს უკვე გააკეთა კიდეც, - შუა აზიის ქვეყნებს, პირველ რიგში, თურქმენეთს უნდა მიმართოს და უთხრას, რომ მისი გაზი აღარ სჭირდება და რომ იმ ფასების გადახდა, რომელსაც დაპირდა, არ შეუძლია. ცხადია, შუა აზიის ქვეყნებს ეს დიდად არ ახარებს.”
სტერნის თქმით, საქმეს ისიც ართულებს, რომ რუსეთის მთავრობას ”გაზპრომის” მენეჯმენტთან საექსპორტო მილსადენების თაობაზე უთანხმოება აქვს. დამოუკიდებელ მწარმოებლებს მთავრობაში ძლიერი მოკავშირეები ჰყავთ და, შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენლები ”გაზპრომს” სთხოვენ საექსპორტო მილსადენები დამოუკიდებელ კომპანიებსაც გაუყოს. ”გაზპრომი” კი აცხადებს, რომ ამისათვის უკვე მაქსიმალურს აკეთებს. სტერნის თქმით, სინამდვილეში დამოუკიდებელი წარმოება მართლა იზღუდება, იმიტომ რომ ამ ახალ ვითარებაში რუსეთის გაზზე მოთხოვნა კლებულობს, ”გაზპრომს” კი ბევრი გაზი აქვს და, შესაბამისად, ის მიწოდების წყაროების შემცირებას ცდილობს.
სტერნის განცხადებით, ამ საკითხში ”გაზპრომის” მენეჯმენტით უკმაყოფილება გარკვეული ხნის წინ დაიწყო:
”მე ვიტყოდი, რომ ეს ერთ-ერთია იმ იშვიათ საკითხთა შორის, რომელთან დაკავშირებითაც”გაზპრომის” მენეჯმენტის ქცევით პუტინ-მედვედევის ადმინისტრაცია - უწინარესად, პუტინი პრეზიდენტობის დროსაც - უკმაყოფილო იყო.”
ამ ვითარების გამო ბევრი ვარაუდობს, რომ ”გაზპრომის” მენეჯმენტში მალე, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს.