კიევსა და მოსკოვში ევროპის კავშირის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის მიზანი მომავალში ორ ქვეყანას შორის გაზის გამო დაპირისპირების თავიდან აცილებაა. კიევმა ორშაბათს რუსეთს გადაუხადა მაისის ვალი, გაზის საფასური, და ამით კიდევ ერთი კრიზისი ააცილა თავიდან ყველას, მაგრამ საშიშროება, რომ ხუთი თვის წინანდელი განმეორდება, კვლავ არსებობს.
შეგახსენებთ ამ ხუთი თვის წინანდელს: იანვარში, ფასის თაობაზე უთანხმოების გამო, რუსეთმა შეწყვიტა თავისი მილსადენებით ევროპისთვის გაზის მიწოდება, უკრაინის გავლით. ამას მოჰყა სათბობის კრიზისი ევროპის ქვეყნებში. ახლა მომავალზე ფიქრობენ. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მაისში ევროკომისიის თავმჯდომარეს ჟოზე მანუელ ბაროზუს წერილი მისწერა. წერილში პუტინი აფრთხილებს ბაროზუს მომავალი ზამთრის პერიოდში გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ. წერილი, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმაც ნახა, შეიცავს თეზას, რომ უკრაინის ეკონომიკური მდგომარეობა ადრე თუ გვიან გამოიწვევს დასავლელი მომხმარებლისთვის გაზის მიწოდებაში შეფერხებას. უკრაინის გაზის საცავებში მარაგი ამოწურულია, კიევს უჭირს საკუთარი მომხმარებლის დაკმაყოფილება. ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა უკრაინა გადაიხადოს ოთხი მილიარდ ორასი მილიონი დოლარი 19 მილიარდ კუბურ მეტრ გაზში. ეს ოდენობა უნდა მიიღოს უკრაინამ ზამთრამდე. რუსეთის ბუნებრივი აირის მონოპოლისტმა, “გაზპრომმა”, დაადასტურა, რომ კიევმა მაისის საფასური, 647 მილიონი, გადაიხადა. მაგრამ ბრიუსელში იციან, რომ ეს მხოლოდ დროებით მისცემს კიევს ამოსუნთქვის საშუალებას. შემდეგ ანგარიშს მოსკოვიდან მას ივლისში წარუდგენენ. ამ დროს კი ზამთრისთვის მზადება იწყება. რუსეთმა არაერთხელ თქვა, რომ უკრაინას არ შესწევს უნარი იხადოს აირის საფასური, რაც ევროპასაც შეეხება. თავის წერილში ბაროზუსადმი პუტინი ამბობს, რომ უკრაინის საცავებზეა დამოკიდებული, მისი ტერიტორიის გავლისას არ მოხდეს შეფერხება. ამიტომაც ის სთავაზობს ბრიუსელს, რუსეთმა და ევროკავშირმა შექმნან საერთო ფონდი უკრაინისთვის კრედიტის მისაცემად. ამას მოჰყვა პუტინსა და ბაროზუს შორის არაერთი სატელეფონო საუბარი. ბრიუსელიდან კიევსა და მოსკოვში ჩასული საგარეო პოლიტიკისა და გაზის ექსპერტთა ჯგუფის მიზანი ვითარებაში გარკვევაა. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ უკრაინის გზით გაზის მიწოდებაში შეფერხება დარტყმას მიაყენებს ევროკავშირს. მეოთხედი ამ საწვავისა, რომელსაც ევროპა მოიხმარს, რუსეთიდან მოდის, უკრაინაზე კი ამ გაზის 80 პროცენტი გაივლის.
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იმას ნიშნავს, რომ უფულობა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთსა და ევროკავშირსაც აწუხებს. შესაძლებელია, ბრიუსელმა გეოსტრატეგიულ გათვლაზე მაღლა საფინანსო დააყენოს და, შესაბამისად, უკრაინა ევროკავშირისგან შეღავათს და კრედიტს ვერ მიიღებს. ჩეხეთის რესპუბლიკამ, რომელიც ევროკავშირს თავმჯდომარეობს, მოამზადა დოკუმენტი, რომელიც უნდა განიხილონ ლუქსემბურგში 12 ივნისს, ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე. მასში საკმაოდ მკაცრი პირობებია წამოყენებული. ამ დოკუმენტის თანახმად (მას გაეცნო ჩვენი კორესპონდენტი ბრიუსელში), რადგან ევროკავშირს უკვე აქვს დადებული ხელშეკრულება მის საზღვრებთან გაზის მიტანის შესახებ, მას ვეღარ უნდა მოსთხოვონ ორჯერ გადახდა. დოკუმენტი შეიცავს გაფრთხილებას, რომ თუკი კვლავ მოხდა შეფერხება, ევროკავშირი უნდა გაერთიანდეს და საჭიროების შემთხვევაში გამოძებნოს ალტერნატიული მიმწოდებლები. ამ ვითარებაში, როცა უკრაინას ფული უჭირს, ხოლო ევროკავშირის მესამედისთვის რუსეთის გაზი ასე მნიშვნელოვანია, მოსკოვის ეს ნაადრევი გაფრთხილებები, ჩანს, დამნაშავისთვის მომზადებული წინასწარი ბრალდებაა. წერილის დასაწყისში ვლადიმირ პუტინი იხსენებს წინასწარი გაფრთხილების მექანიზმს, რომელიც რუსეთსა და ეკროვავშირს შორის შეიქმნა 2007 წელს, მეთვალყურეობის ფორმით, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული გაზის მიწოდების შეფერხება. ამ მექანიზმმა, როგორც იცით, იანვარში კრიზისის თავიდან აცილება ვერ მოახერხა და ევროკავშირი, რომელიც ამ ხელშეკრულების განახლებას ცდილობდა ხაბაროვსკში, ევროკავშირ-რუსეთის ბოლო სამიტის დროს, ხელცარიელი გამოუშვეს რუსეთიდან.