საფრანგეთის ეროვნულმა სინემატეკამ 2009 წლის ზაფხული ”ჟაკ ტატის ზაფხულად” გამოაცხადა. მაისის დასაწყისში პარიზში გაიხსნა დიდი ფრანგი რეჟისორის შემოქმედების ამსახველი გრანდიოზული გამოფენა, რომელსაც თან ერთვის ტატისა და მისი მემკვიდრეების რეტროსპექტივა - სხვა რეჟისორების ნამუშევრებთან ერთად, დაგეგმილია ოთარ იოსელიანისა და მიხეილ კობახიძის ფილმების ჩვენება.
ამერიკული ინდი-როკის ლეგენდა, ფრენკ ბლეკი, სიმღერას უძღვნის ფრანგული კინოს კლასიკოსს, ჟაკ ტატის. ვინა თქვა, რომ ტატის იუმორი სპეციფიკურია და მას მხოლოდ ფრანგები ან კინოხელოვნების ნიუანსებში გარკვეული ადამიანები გაიგებენ? აი, ბლეკს, მაგალითად, სულ არ სჭირდება ფრანგულის ცოდნა იმისთვის, რომ ტატის ხელოვნებას ჩასწვდეს. მით უმეტეს, რომ ტატის კინოში, რომელსაც ერთი უცვლელი მთავარი გმირი ჰყავს, მუსიე იულო, თავად ჟაკ ტატის შესრულებით, სიტყვის როლი მინიმალურია - ყველაფერი პლასტიკაზეა აგებული. ამიტომაც ჟაკ ტატის კინო ისეთივე ინტერნაციონალურია, როგორიცაა სპორტი. სხვათა შორის, კინოში მოსვლამდე ტატიმ სპორტის რამდენიმე სახეობაში სცადა ბედი - თითქმის ორი მეტრი სიმაღლის ტატი ჯერ ველოსპორტმა გაიტაცა, მერე რაგბიმ... მოგვიანებით კი, სპორტის, ცირკისა და კინოხელოვნების გაერთიანებაც კი შეძლო თავის ფილმებში.
”კომიკური ყოველთვის ძალდაუტანებლად იქმნება ჩემს ფილმებში...უბრალოდ, სასაცილოა, როცა რაღაცას ძალას ატან...ამ დროს არაბუნებრივად იქცევა ადამიანი - თუნდაც მაშინ, როცა აწვება მანქანას, რომელიც რაღაც მიზეზის გამო გაუჩერდა. საერთოდ, კინოსთვის საინტერესოა ყველაფერი, რაც ვიზუალურია. მათ შორის, სპორტიც.”
60-იან წლებში ჩაწერილ ამ ინტერვიუს ჟაკ ტატისთან პარიზის სინემატეკაში გახსნილ გამოფენაზე ისმენენ. თუმცა ბერსის სტადიონთან ამ სამი წლის წინ აშენებულ კინოს მუზეუმში წარმოდგენილ ექსპოზიციაზე სანახავი მეტია, ვიდრე მოსასმენი - აქაა ნივთები, რომელთაც ტატი თავის ფილმებში იყენებდა, ესკიზები, ფოტოები და, რაც მთავარია, ექსპოზიცია აგებულია როგორც ლაბირინთი, რომელშიც დამთვალიერებელმა სწორ გზას უნდა მიაგნოს, ე.ი. სივრცის აგება ისეთივეა, როგორიც ტატის ფილმებში ”ბიძაჩემი”, ”ბატონ იულოს არდადეგები”, ”ჟამი გართობისა”, სადაც თანამედროვე ტექნიკის ნიმუშები - ახალი სარეცხი მანქანები იქნება ეს, ტელეფონები თუ ტელევიზორები - ხელს უშლის ადამიანს იყოს თავისუფალი, ხელს უშლის ადამიანების ურთიერთობას ერთმანეთთან.
”მე თქვენ გაგაღიმებთ, გაცინებთ, სიცოცხლის რწმენას დაგიბრუნებთ. მოგცემთ საშუალებას, ხმამაღლა გამოთქვათ თქვენი აზრი სეანსის დროს. უფრო მეტიც - იყვიროთ დარბაზში, თუკი მოგესურვებათ”, -თქვა ერთხელ ჟაკ ტატიმ. - ”ჩემი აზრით, იშვიათია რეჟისორი არ ღიზიანდებოდეს, როცა მისი ფილმის მსვლელობის დროს მაყურებელი ლაპარაკს იწყებს. მაშ, თავისუფლად უყურეთ ჩემს ფილმებს.”
გამოფენის ორგანიზატორები ბოდიშს იხდიან, რომ ექსპოზიციამ, ცოტა არ იყოს, დააგვიანა. დიდი ფრანგი რეჟისორის დაბადების ასი წლისთავი მსოფლიომ 2007 წელს აღნიშნა, მაგრამ ტატის საიუბილეო გამოფენის მოწყობა მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ტატი გრანდიოზულ ექსპოზიციას იმსახურებდა... გრანდიოზულს კი ფული სჭირდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ფრანგული კინოს კლასიკოსის გამოფენით საფრანგეთის ხელისუფლება დაინტერესდა და მოეწყო ექსპოზიცია, რომლის სანახავად ტატის თაყვანისმცემლები დღეს სპეციალურად ჩადიან პარიზში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ივნისში მათ სიურპრიზი ელით - გამოფენის ფარგლებში ჩატარდება ჟაკ ტატის მემკვიდრეების ფილმების ჩვენება...იმ რეჟისორებს შორის, რომლებმაც ტატის შემოქმედების გავლენა განიცადეს, ორგანიზატორებმა ოთარ იოსელიანი და მიხეილ კობახიძე ჩართეს. ”პეპლებზე ნადირობისა” და კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია - ტატის თაყვანისმცემლები იტყვიან, რა აერთიანებთ ამ რეჟისორებს.