ადამიანის უფლებათა დაცვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მხოლოდ ასლან აბაშიძის მმართველობის შემდეგ დაიწყეს. დღეს ისინი, კონკრეტული რეგიონის მაგალითზე, აღნიშნავენ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ყველა სფეროში ირღვევა და ეს ტენდენცია ჯერჯერობით მხოლოდ გაუარესებულია. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ იურისტი ასლან ჭანიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არ დარჩა სფერო, სადაც ადამიანის უფლებები ხელყოფილი არ იყოს - ირღვევა სიტყვის თავისუფლების, საკუთრების, დევნილების და თავად სიცოცხლის უფლებაც კი.
იურისტის შეფასებით, ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, „დემოკრატიის ახალი ტალღის“ გამოცხადების შემდეგაც კი, არაფერი შეცვლილა და, ადამიანის უფლებათა ხელყოფის მხრივ, საგანგაშო ვითარებაა. სიტუაციის გაუარესებაზე ლაპარაკობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელიც. როგორც ნინო ტავლალაშვილმა მითხრა, საქართველოს წინა ხელისუფლების პერიოდში ქვეყანა გაცილებით დემოკრატიული იყო, ვიდრე დღეს. „ყოველ შემთხვევაში, აზრის თავისუფლად გამოხატვა ისეთი შეზღუდული არ იყო, როგორც დღეს“, - ამბობს ნინო ტავლალაშვილი.
ბოლო პერიოდის პრაქტიკულად ერთადერთ დადებით ტენდენციად ადამიანის უფლებათა დამცველები იმას ასახელებენ, რომ აჭარაში მცხოვრები დევნილები საკუთარი უფლების დასაცავად მათ უკვე იშვიათად მიმართავენ. ამასთან, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი საკუთრების უფლების ხელყოფის სულ უფრო მეტ შემთხვევაზე საუბრობს. ამ ფაქტებს ნინო ტავლალაშვილი ყოველდღიურს უწოდებს და, ხელვაჩაურის გარდა, განსაკუთრებით მიუთითებს ქობულეთზე, სადაც „მოსახლეობას საკუთრების უფლებას ისე ანიჭებენ და ართმევენ”, როგორც რომელიმე მაღალჩინოსანს სურს
ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში აჭარაში ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები საერთოდ არ არსებობდა. იმ პერიოდზე საუბრისას ერთ-ერთმა ბათუმელმა შეკრების უფლების და სიტყვის თავისუფლების ხელყოფა, ასევე ადამიანთა გატაცება გაიხსენა და დასძინა, რომ მსგავსი დანაშაულის გამო საქმის აღძვრაც კი არ ხდებოდა. აბაშიძის მმართველობის დასრულების შემდეგ აჭარაში ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები მომრავლდა. მათი წარმომადგენლები ერთმანეთს დღეს იმაშიც ეთანხმებიან, რომ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების უმთავრესი პირობა ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა.