პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება,“ რომელიც დღემდე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ხვალიდან საკუთარი გეგმით მოქმედებას იწყებს. „თავისუფლების“ ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ დღეს თქვა, რომ 26 მაისს ხალხთან ერთად აღნიშნავს, ხვალიდან კი - მისი მოძრაობა პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად, მუშაობის სრულიად ახალ რეჟიმზე გადადის. „ყველა ყველასთან ვეღარ დარჩება“ - განაცხადა გამსახურდიამ. მისივე თქმით, დაიწყება იმ სქემების განხორციელება, რომლებიც ოპოზიციას წარუდგინა, მან კი - არ მიიღო. მოქმედების მიზნად კონსტანტინე გამსახურდიამ „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სრული დემონტაჟი“ დაასახელა.