საქართველოს ხელისუფლებაში დაიწყო ღია საუბარი იმაზე, თუ რა მიზანი ჰქონდა მუხროვანის სამხედრო ამბოხებას და ვინ იდგა ამ ამბოხების უკან. პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, ამბოხების მიზანი იყო მინიმუმ საქართველოში სიტუაციის სერიოზული არევა და მაქსიმუმ რუსეთის საოკუპაციო ჯარის თბილისისკენ დაძვრა. 22 მაისს, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას, გივი თარგამაძემ დაასახელა, მისი ინფორმაციით, ამბოხებასთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირები: პირველ რიგში, რუსეთში მცხოვრები ეროვნებით ქართველი მილიარდერი ალექსანდრე ებრალიძე და, მასთან ერთად, კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი და, ასევე, მასთან დაახლოებული ბონდო შალიკიანი.
მუხროვანის სამხედრო ამბოხებასთან დაკავშირებით 33-მდე პირია დაკავებული. მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების საწყის ეტაპზე ხელისუფლებაში ვერსიებზე არაფერს ამბობდნენ, 22 მაისს კი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ ტელეკომპანია ” რუსთავი 2”-ის ტოქ-შოუში სტუმრობისას თქვა, რომ დაასახელებს ადამიანებს, რომელთა კავშირიც ამბოხებასთან გამოიკვეთა, რამდენადაც ერთ-ერთმა მათგანმა - კერძოდ, რუსეთში მცხოვრებმა ეროვნებით ქართველმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ებრალიძემ - თავს უფლება მისცა ღიად ელაპარაკა საკუთარ მიზანზე, იბრძოლოს საქართველოს პრეზიდენტობისთვის.
გივი თარგამაძის განცხადებით, მუხროვანის სამხედრო ამბოხებას საქართველოს გარედან ორგანიზებას უწევდა ალექსანდრე ებრალიძე და, მასთან ერთად, კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, ასევე ონიანთან დაახლოებული ცნობილი ბონდო შალიკიანი. ამ პიროვნებათა ამბოხებასთან კავშირის ვერსიას კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი შევეხებით სოჭში შეკრებას, სადაც ალექსანდრე ებრალიძემ თქვა, რომ ითმინა და მეტს ვეღარ მოითმენს - იბრძოლებს საქართველოს პრეზიდენტობისთვის. ეს მოხდა სოჭში, ქართველთა ასამბლეაზე, რომელიც საქართველოდან რუსეთში ემიგრირებული გოჩა ძასოხოვის თაოსნობით ჩატარდა. ასამბლეის გაშუქებისას რუსული გამოცემები წერდნენ: ასამბლეამ აჩვენა, რომ საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველები სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგნი არიანო, ასამბლეაზე დასასწრებად თბილისიდან ჩასულებმა კი უკან დაბრუნების შემდეგ განმარტეს, რომ ასამბლეა საქართველოს გაერთიანებისთვის ქართველების ერთად ყოფნის საჩვენებლად ჩატარდა.
ასამბლეას სოჭში, საქართველოში და საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველების გარდა, ოსები, აფხაზები და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ”პუტინის საყვარელ ქალაქში შენობას, სადაც აგვისტოს ომის შემდეგ ერთად შევიკრიბეთ ქართველები, აფხაზები და ოსები, ჰქონდა აბრა, წარწერით ”ჩვენი ძალა ერთობაშია ”, - ხაზგამით აღნიშნავს ასამბლეის მნიშვნელობაზე საუბრისას მისი თბილისელი დელეგატი ლალი მაროშკინა და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ პოზიტიური მომენტები ასამბლეისა გადაფარა ერთი ადამიანის - პეტერბურგელი მილიარდერის, პუტინთან დაახლოებული ეროვნებით ქართველი ბიზნესმენის, ალექსანდრე ებრალიძის - პროვოკაციულმა გამოსვლამ. მან კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, თქვა, რომ დიდხანს ითმინა, ელოდა საქართველოს გამაერთიანებელი ლიდერის გამოჩენას და რადგან ასეთი არ გამოჩნდა, ახლა თავად უნდა იბრძოლოს საქართველოს პრეზიდენტობისთვის. ლალი მაროშკინამ გაიხსენა ეს გამოსვლა: ”მას არ უთქვამს, რომ უნდა დაამხოს სააკაშვილი და ამაში ფული უნდა გადაიხდოს; მან თქვა, რომ შემდეგ არჩევნებში ექნება პრეტენზია მონაწილეობის მიღებისა - 2013 წელი იგულისხმა - და მინდა გითხრათ, რომ ძალიან გააკრიტიკა ოპოზიცია - ეს შემიძლია გითხრათ, როგორც თვითმხილველმა - და გამოსვლა დაასრულა სტალინის სიტყვებით. ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო - სტალინის სიტყვები არ უნდა მომიყვანონ რუსული ტრიბუნიდან და, მეორე: რუსეთის მოქალაქისგან ვერ მივიღებ ასეთ პრეტენზიას.”
ლალი მაროშკინამ ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ებრალიძის გამოსვლა არ იყო ასამბლეის ორგანიზატორის, ძასოხოვის, სცენარში. ის იყო მიწვეული ასამბლეაზე, როგორც ქართველი, რუსეთში მცხოვრებ სხვა ქართველებთან ერთად. ასეთები იყვნენ ბევრნი და, მათ შორის, ვენაში შეკრების მონაწილეებიც - ბადრი მელაძე, ვლადიმირ ხომერიკი. ”ებრალიძემ ითხოვა სიტყვა და სიტყვის გამოთქმას ვერავინ დაუშლიდაო”, - დასძინა თავის განმარტებას ლალი მაროშკინამ. პუტინთან დაახლოებული ეროვნებით ქართველი ბიზნესმენის გამოსვლამ, მაროშკინას გარდა, სოჭის ასამბლეის სხვა მონაწილეც გააღიზიანა, კერძოდ, იმერეთის ყოფილი რწმუნებული თემურ შაშიაშვილი. ”ტრაგედია ის არის, რომ საქართველოდან წასულებმა იშოვეს ერთი-ორი დოლარი და ჰგონიათ, რომ ამ დოლარებით იყიდიან ქართველებს. ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. მაგათ ჰგონიათ, რომ ქართველი ამომრჩევლის ყიდვა შეიძლება. როგორ შეიძლება ასეთი პრეზიდენტი იყოს საქართველოში - კაცი, რომელიც ებრძვის ერთს და იმაზე უარესია თვითონ”, - თქვა თემურ შაშიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. მანაც გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ ებრალიძის გამოსვლამ გადაფარა სოჭში ქართველთა ასამბლეის სხვა და მთავარი დეტალები.
მთავარი კი, როგორც თემურ შაშიაშვილი აცხადებს, იყო ქართველების შეკრება ოსებთან და აფხაზებთან ერთად და საქართველოს ბედზე, მის მომავალზე მსჯელობა, იმის ხაზგასმით, რომ პოლიტიკოსებმა თავის პოლიტიკურ უმწიფრობას არ უნდა გადააყოლონ ხალხების ბედი, არ უნდა გადაჰკიდონ ერთმანეთს ხალხები და ქვეყნები. შაშიაშვილი დასძენს, რომ სოჭში არ ყოფილა მსჯელობა საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე და არც იმაზე, თუ როგორი საგარეო კურსი ჯობს საქართველოსთვის. ასამბლეის ორგანიზატორი გოჩა ძასოხოვი კი რუსულ ”გაზეტა.რუ”-სთვის მიცემულ ინტერვიუში შეკითხვას - მოითხოვეს თუ არა ასამბლეის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა, უპასუხებს: ”ცალსახად. თუკი მას დარჩა რაიმე პატივისცემა ქართველი ხალხისა, უნდა წავიდეს. საქართველოს სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ გათავისუფლდეს ამ არაადამიანური რეჟიმისგან.”
ასე ფიქრობს ალექსანდრე ებრალიძეც, რომელმაც სოჭის ასამბლეაზე თბილისიდან ჩასულები გააღიზიანა, მაგალითად, იმით, რომ თავისი გამოსვლა დაასრულა სტალინის სიტყვებით - ”ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და ჩვენ გავიმარჯვებთო” - და იმითაც, რომ რუსეთის მოქალაქემ, რუსეთში ნაშოვნი ფულის წყალობით, საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლის სურვილი გამოხატა.
გავიდა დრო და საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ალექსანდრე ებრალიძე აფინანსებდა და იდგა მუხროვანის ამბოხების უკან - ამბოხებისა, რომლის მიზანიც იყო მინიმუმ ვითარების სერიოზული არევა და მაქსიმუმ თბილისისკენ რუსეთის საოკუპაციო ჯარის მსვლელობის წახალისება. ”თუ ვინმე თვლის, რომ დღევანდელ რუსეთში შეიძლება არსებობდეს სანკტ-პეტერბურგელი ოლიგარქი, რომელიც არ კონტროლდება სხვა პეტერბურგელის, კერძოდ, ვლადიმირ პუტინის მიერ, ძალიან ცდება. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ერთ-ერთ ქვეყანაში იანვრიდან ტარდებოდა შეკრებები ებრალიძის ორგანიზებით და ამ შეკრებებში მონაწილეობას ღებულობდნენ ამბოხების უშუალო მონაწილეები”, - განმარტა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ერთ-ერთ ქვეყანაში შეკრებებს ესწრებოდა ცნობილი კანონიერ ქურდის, ტარიელ ონიანის, პარტნიორი ბონდო შალიკიანი, თავად ონიანი კი, ებრალიძესთან ერთად, იყო ამბოხების ორგანიზატორი.
ეს ვერსია სოჭში ქართველთა ასამბლეის მსვლელობისას ცნობილი არ იყო. ალექსანდრე ებრალიძის გამოსვლა თბილისიდან ჩასულებს არ მოეწონათ. არც ლალი მაროშკინას. სოჭის ასამბლეამდე ის ქართველების - ლევან პირველის, ბადრი მელაძის, ვლადიმერ ხომერიკის - ვენაში შეკრებას დაესწრო. ლალი მაროშკინას ვკითხე, თბილისიდან ჩასულები რაზე ელაპარაკებოდნენ ამ ადამიანებს - იმ ხალხს, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს შეხვდა და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ბოლომდე არ გაასწორა საქართველო და გამოააშკარავა საქართველოს პრობლემები. პასუხად მივიღე: ”ამ ადამიანებს ბევრ საკითხში არ ვეთანხმებით და ეს ღიადაც ვუთხარით. უთანხმოება მთელ რიგ საკითხებში დავუდასტურეთ. ერთი კია, ამ ადამიანებს აქვთ ფული და უნდათ საქართველოში ჩამოსვლა, საქართველოს ეკონომიკაში ამ ფულის ჩადება და რატომ არ უნდა შეეძლოთ ეს?” - მაგრამ მათ ხომ პოლიტიკური ინტერესები აქვთ. რამდენად სასიკეთო შეიძლება იყოს საქართველოსთვის რუსეთში ნაშოვნი მათი ფული? - ასეთი იყო ჩვენი კიდევ ერთი შეკითხვა, რაზეც ლალი მაროშკინამ გვიპასუხა:”იცით, რა! ფულს სუნი არა აქვს. ყველა მილიონერის ფრაზაა: ნურავინ მკითხავს, როგორ ვიშოვე პირველი მილიონი. როცა საქართველოს ბადრი პატარკაციშვილი გაზის საფასურს უხდიდა, ყველა ბედნიერი იყო და არავინ კითხულობდა ამ ფულის წარმომავლობას.”