11 მაისს თბილისის მახლობლად, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე, დაიწყო სამხედრო წვრთნა ნატოს პროგრამის ”პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში. წვრთნაში ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების მოწოდებებისა, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს თავი შეეკავებინათ საქართველოში დაგეგმილ წვთნაში მონაწილეობისგან, მანევრები დაიწყო.
"საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა კიდევ უფრო ღრმავდება, მიუხედავად გასული წლის აგვისტოს ომისა" - ასეთი შეფასება მისცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სამხედრო სწავლებას, რომელიც 11 მაისს ოფიციალურად გაიხსნა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე. ეს არის ნატოს სწავლება ”კოოპერეიტივ ლონგბოუ-ლანსერ 2009”. როგორც ცოტა ხნის წინ ჩვენთან საუბრისას განმარტა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების სამხედროები ვაზიანის პოლიგონზე უნდა გამოიმუშავონ ჩვევები კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებისთვის ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის მიზნით. სწავლების მიზანია სამხედროთა გაწვრთნა სამშვიდობო ოპერაციებისთვის. აი, რა თქვა სწავლების ხელმძღვანელმა გაეტანო მირო ვალსმა სწავლების გახსნის წინ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, დევი ჭანკოტაძესთან შეხვედრის შემდეგ:
”ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიზანი სტაბილურობა და მშვიდობაა. ეს სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია ალიანსისა და მთელი მსოფლიოსთვის. მნიშვნელოვანია ასევე პროცედურების სტანდარტიზაცია ერთად მუშაობისთვის, რადგან საქართველო ემზადება ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად.”
შეფასება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა. ”ეს არის მნიშვნელოვანი წვრთნები, რომელიც დიდი ხნის წინ დაიგეგმა და ტარდება გეგმის მიხედვით. რაც შეეხება მნიშვნელობას, ეს ნიშნავს, რომ ნატოსკენ საქართველოს კურსი ურყევია და გრძელდება და, აგვისტოს ომის მიუხედავად, ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობა არ შეცვლილა და უფრო ღრმავდება”, - თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ. ნატოს პროგრამით ”პარტნიორობა მშვიდობისათვის” სამხედრო სწავლების ჩატარება საქართველოში სიახლე არ არის, ანალოგიური ტიპის სწავლება ჩატარდა შარშან ზაფხულშიც. სწავლებები იმართებოდა მანამდეც, რუსეთის რეაქცია ყოველ ჯერზე იყო მწვავე, მაგრამ წლევანდელ სწავლებასთან დაკავშირებით რუსეთის რეაქცია იყო განსაკუთრებით მწვავე, მუქარანარევი. რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა სწავლების საქართველოში ჩატარებას ნატოს მხრიდან არაგონივრული ნაბიჯიც კი უწოდა. ნატოს მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა და ყველაზე ბოლოს, ვაზიანის პოლიგონზე ნატოს სწავლების გახსნის წინ, მთავარი სიტყვა ვლადიმირ პუტინმაც თქვა, როცა განაცხადა,რომ ნატოს წვრთნები საქართველოში არის ნათელი სიგნალი არსებული რეჟიმის მხარდაჭერისა, რეჟიმისა, რომელიც, მისი განმარტებით, საქართველოში ახშობს საპროტესტო გამოსვლებს, ოპოზიციურ ძალებს რეზინის ტყვიებს ესვრის, რომელსაც ჰყავს პოლიტპატიმრები და ასე შემდეგ. მთელი ეს თავისი მოსაზრებები პუტინმა იაპონური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩამოაყალიბა. ინტერვიუს ჩანაწერი კი რუსეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. რუსეთის პრემიერი, რომელსაც ხშირად ახალ ჰიტლერს უწოდებენ, ამ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიის სტანდარტებს არანაირად არ აკმაყოფილებს და საქართველოს ქუჩებში სისხლია.
”მაშ, რა სჭიროა იქ სამხედრო წვრთნების ჩატარება, რაც არის ნათელი სიგნალი არსებული რეჟიმის მხრადაჭერისა?”- კითხულობს პუტინი და თან გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ხელმძღვანელობა კარგად დააჭერს პედალს და დაამუხრუჭებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობაში არსებულ უარყოფით ტენდენციებს. ეს იყო საქართველოს მხარდაჭერის დამუხრუჭებისკენ მოწოდება. ”ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მხრიდან ამას მოჰყვა სერიოზული გამოხმაურება, რაც ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არის ურყევი და არ შეიცვლება”, - განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე კი ნატოს სწავლება დაიწყო. მის დაწყებას ხელი ვერ შეუშალა რამდენიმე დღის წინ მუხროვანში აღკვეთილმა სამხედრო ამბოხებამ, რომლის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 2 პირი დააკავა.ესენი არიან მესამე და პირველი ქვეითი ბრიგადების მეთაურები კახა კობაიძე და დავით სულხანიშვილი. სამართალდამცველები მათ ბრალად სდებენ ამბოხების შესახებ ინფორმაციის წინასწარ ფლობას და ამ ინფორმაციის დამალვას.