აზერბაიჯანში სამართალდამცავი დააპატიმრეს

ბაქოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წაუყენეს სამართალდამცავ ვიდადი ისკანდეროვს. მას ბრალად სდებენ ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვისათვის ხელის შეშლას და 2010 წლის ნოემრბის არჩევნებში საარჩევნო კომისიის მუშაობაში ჩარევას. სასამართლოს ისკანდეროვს 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისკანდეროვის ადვოკატი კი ამბობს, რომ მის კლიენტს აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის დევნიან.