შეხვედრები გამოსაშვები გამოცდების კარგად ორგანიზებისათვის

გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდებისთვის მზადების ბოლო ეტაპზეა. ამასთან დაკავშირებით, ცენტრის წარმომადგენლები შეხვედრებს იწყებენ საქართველოს ყველა იმ საჯარო სკოლის დირექტორთან, სადაც გამოსაშვები გამოცდები ტარდება. დღეს, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ქუთაისის პირველი საჯარო სკოლაში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლების დირექტორებს შეხვდება. აჭარისა და გურიის რეგიონის სკოლების დირექტორებთან შეხვედრა 1 მაისს ბათუმში, ხოლო სამეგრელო და ზემო სვანეთის სკოლების დირექტორებთან 2 მაისს, ზუგდიდში გაიმართება.