საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი მიმდინარე კვირის ბოლოს ტოვებს საქართველოს. 28 მარტს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეთრინ ეშტონმა ის ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების დაგეგმვისა და წარმართვის უწყების ხელმძღვანელად დანიშნა. ჰანსიორგ ჰაბერმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისიის ახალ ხელმძღვანელს მაისის დასაწყისში შეარჩევენ.