28 აპრილს სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კონფერენციას - "შრომის დაცვის მდგომარეობა საქართველოში" - გამართავს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, კონფერენციაზე გაკეთდება მოხსენება - "შრომის დაცვის მდგომარეობა საქართველოში", რომელიც გასული, 2010 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების ანალიზს მოიცავს. გამოიფინება სამუშო ადგილებზე დაღუპულთა ფოტოებიც. ამასთან, კონფერენცია საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებისადმი მიმართვის ტექსტს მიიღებს.